გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი დღეს სახლში, ფონიჭალაში მიასვენეს.
ბაჩალიაშვილის დედა მას შემდეგ, რაც გოგონას ცხედარი იპოვეს, დღეს პირველად მოვიდა გონს და ამბობს, რომ მისი შვილი მოკლეს.
ოჯახი ვერ ახერხებს ცხედრის ნახვას. ახლობლებს გვამი ექსპერტიზის ბიუროდან სპეციალურ პარკში გადახვეული გამოატანეს და თანაც ურჩიეს, რაც შეიძლება მალე დაეკრძალათ.
„როგორც ვიცით ცხედარს ვერ ნახულობენ, რადგან ძალიან დაზიანებულია. სამხარაულის ექსპერტიზა ამბობს, რომ გვამი არ უნდა გახსნან. დედა საერთოდ ვერ ლაპარაკობს და არაფერს ამბობს. მაგრამ არამგონია გვამის ნახვის გარეშე გაძლოს“, – აღნიშნა ერთ-ერთმა მეზობელმა.
ერთ-ერთი მეზობლის თქმით, “რადგან ბაჩალიაშვილის დედას გვამის ნახვის საშუალებას არ აძლევენ, ამიტომ ის სასახლეს ეხუტება”.
კომენტარები