• რეკლამა
  • კონტაქტი
02:32, კვირა, 12 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აზიაში შტორმმა 900-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ასობით ადამიანი დაკარგულად ითვლება

ალია ავტორი - ალია
10:22 12-01-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

ძლიერმა წვიმამ აზიაში მასშტაბური წყალდიდობები და მეწყერი გამოიწვია, რასაც 900-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ასობით კი დაკარგულად ითვლება, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ციკლონის შედეგად გამოწვეულმა ძლიერმა წვიმამ ინდონეზიის, ტაილანდის, მალაიზიისა და შრი-ლანკას ნაწილები დააზარალს.

გავრცელებული ინფორმაციით, ინდონეზიაში სულ მცირე 435 ადამიანი დაიღუპა, შრი-ლანკაში – 334, ტაილანდში – 162 და მალაიზიაში – 2.

ინდონეზიის სამაშველო ჯგუფები სუმატრას ყველაზე მეტად დაზარალებულ ტერიტორიებამდე მისვლას ცდილობენ, სადაც ციკლონმა „სენიარმა“ კატასტროფული მეწყერი და წყალდიდობა გამოიწვია.

მთავრობის მონაცემებით, დაღუპულია სულ მცირე 435 ადამიანი. კიდევ 406 კი დაკარგულად ითვლება.

სამხრეთ ტაილანდში სულ მცირე 162 ადამიანი დაიღუპა, საერთო ჯამში, დაახლოებით 3.5 მილიონი ადამიანი დაზარალდა. ხელისუფლებას პაციენტები ვერტმფრენებით გადაჰყავს და კრიტიკულად მნიშვნელოვანი მარაგები, მათ შორის ჟანგბადის ცილინდრები, წყალდიდობით დაზარაოლებულ თემებში გადააქვს.

შრი-ლანკის კატასტროფების მართვის ცენტრის ანგარიშის თანახმად, შტორმის შედეგად სულ მცირე 334 ადამიანი დაიღუპა და 1.1 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა. გავრცელებული ინფირმაციით, 25 000-ზე მეტი სახლი განადგურდა და 147 000 ადამიანი იძულებული გახდა დროებით თავშესაფრებში გადასულიყო.

მალაიზიაში ორი ადამიანის დაღუპვა დადასტურდა მას შემდეგ, რაც ქვეყანას პარასკევს ტროპიკული შტორმი „სენიარი“ დაატყდა თავს. შტორმის წინ დაახლოებით 34 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved