• რეკლამა
  • კონტაქტი
03:49, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აჟიტირებულმა მედიამ შტურმი მოგვიწყო…” – სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსი

ალია ავტორი - ალია
00:58 12-30-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

ხელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი სუს-იდან გავრცელებულ ფაილებზე რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა და თქვა:

“მე არ მინდა წინ გავუსწრო გამოძიებას და ჩემი ვერსიები შევთავაზო, თუმცა ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია, რომლის მიზანი ყველამ ვიხილეთ ცოტა ხანში – აჟიტირებული მედია საშუალებები, გადაინაწილეს იქ არსებული შინაარსობრივი მიმართულებები და ამ ტელევიზიებმა პირდაპირი შტურმი მოაწყვეს ჩვენი სამსახურის მისამართით. მიზანი იყო დაპირისპირების ჩამოგდება ჩვენს სამსახურს, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, ჩვენს სამსახუ​რსა და დიპლომატებს შორის, თუმცა, საბედნიეროდ, ეს არ გამოუვიდათ, მიზანს ვერ მიაღწიეს..

სუს-ი აწარმოებს ფარულ მიყურადებას კანონიერ საფუძველზე. გინახავთ სადმე სპეცსამსახური ან სამართალდამცავი უწყება, რომლის ხელშიც არის გამოძიება, რომელიც არ აწარმოებს ფარულ მიყურადებას? თუმცა ეს უნდა ხდებოდეს კანონიერ საფუძველზე და იმ წესების დაცვით, რასაც კანონმდებლობა აწესებს”

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა 13 სექტემბერს გაჟონა.

ფაილებში არის პირადი ინფორმაცია სინოდის წევრებზე, პატრიარქის მოსაყდრეზე, მღვდელმთავრებზე, პატრიარქის თანაშემწეებზე, ეპისკოპოსებზე, მონაზვნებსა და მათთან დაკავშირებულ პირებზე, ჟურნალისტებზე, საჯარო პირებზე, დიპლომატებზე.

ჩანაწერები 2013-2021 წლებით თარიღდება და გამოძიების შედეგს უამრავი ადამიანი ელის, მათ შორის დიპლომატები. შეგახსენებთ, რომ ესტონეთის მხარემ, კონკრეტული პასუხი მოითხოვა პრემიერ ღარიბაშვილისგან ამ საქმესთან დაკავშირებით. განსხვავებით სუს-ის უფროსისგან, ისინი არ თვლიან, რომ მათი საელჩოდ თანამშრომლებისთვის ფარული მოსმენის კანონიერი საფუძველი შეიძლება არსებობდეს.

თეგები: გრიგოლ ლილუაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved