„აზერბაიჯანის ავიახაზები“ 6 მარტიდან რუსეთის მიმართულებით ფრენებს წყვეტს.
გარდა ამისა, რუსულ ქალაქებში ავიამიმოსვლას კომპანია Buta-ც შეაჩერებს.
„მიღებული ინფორმაციის თანახმად, ხვალიდან საერთაშორისო ფრენებიდან გამომდინარე რისკების გამო, საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს რეკომენდაციით, ფრენები გაურკვეველი ვადით შეჩერდება. მდგომარეობა ასევე განპირობებულია ბოლო ცვლილებებით: სანქციების გამო საერთაშორისო ფრენების განხორციელებისას სრულფასოვანი დაზღვევის შესაძლებლობის არარსებობა არაგონივრულ რისკებს უქმნის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ავიაკომპანიებს და სხვა იურიდიულ პირებს. აღნიშნულთან დაკავშირებით აზერბაიჯანული ავიახაზები AZAL და Buta 6 მარტს 08:00 საათიდან (მოსკოვის დროით 07:00 საათიდან) აჩერებენ ყველა ფრენას რუსეთის ფედერაციის ქალაქების მიმართულებით“, – აღნიშნულია „აზერბაიჯანის ავიახაზების“ განცხადებაში.
კომენტარები