აზერბაიჯანმა ირანთან საზღვარი ჩაკეტა, ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისათვის შექმნილ შტაბზე დაყრდნობით წერს. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საზღვარი ორი კვირით იკეტება.
შტაბის განცხადებით, ქვეყანა გააკეთებს სპეციალურ კორიდორს, რომ ირანში მყოფ მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნების საშუალება ჰქონდეთ. ირანთან საზღვარი აზერბაიჯანმა დღეს, ადგილობრივი დროით 16:00 საათზე ჩაკეტა.
აზერბაიჯანში ამ დროისთვის კორონავირუსის სამი შემთხვევა დადასტურდა.
კომენტარები