• რეკლამა
  • კონტაქტი
11:04, პარასკევი, 7 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აზერბაიჯანი უკრაინისკენ იხრება, სომხეთი კი რუსეთს ამჯობინებს” – Gallup-ის უახლესი კვლევა

ალია ავტორი - ალია
05:01 02-13-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,256

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:

Gallup-ის უახლესი კვლევა და თანდართული რუკა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის გეოპოლიტიკურ რღვევას მკაფიოდ აჩვენებს: ლურჯი ფერით აღნიშნულია ის ქვეყნები, სადაც უკრაინის ლიდერის მხარდაჭერა 10 ან მეტი პროცენტით აღემატება რუსეთისას. მწვანე ფერი აღნიშნავს ტერიტორიებს, სადაც რუსეთი ლიდერობს. ხოლო ნაცრისფერი ეს არის გადაუწყვეტელი, ანუ “No Strong Lead” ზონა, სადაც მკვეთრი უპირატესობა არცერთ მხარეს არ აქვს და საზოგადოება ორადაა გაყოფილი.

ბალტიისპირეთი, ჩეხეთი და პოლონეთი, ერები, რომლებმაც საკუთარ ტყავზე იწვნიეს რუსული იმპერიალიზმის სიმძიმე, ურყევად დგანან კიევის გვერდით და მხარდაჭერის მყარ კედელს ქმნიან. ამის საპირისპიროდ, ცენტრალური აზია მოსკოვის ორბიტაზე რჩება. სამხრეთ კავკასიაში რთული სურათია:

აზერბაიჯანი უკრაინისკენ იხრება, სომხეთი კი რუსეთს ამჯობინებს. თუმცა საინტერესოა ისიც, რომ აზერბაიჯანში პუტინის მხარდაჭერაც არაა დაბალი და 20%-ს გამოხატავს. ცალკე უნდა აღინიშნოს მწვანედ შეფერილი სერბეთი – მათი პოზიცია პირდაპირ კავშირშია კოსოვოს საკითხთან, სწორედ ამიტომ ინარჩუნებენ ისინი მოსკოვთან პოლიტიკურ სიახლოვეს. თავად კოსოვოელი ალბანელები და უშუალოდ სახელმწიფო ალბანეთი პრო-უკრაინულ პოზიციაზე არიან. ხორვატიაც – ესეც მოსალოდნელი იყო.

ახლა დავაკვირდეთ ნაცრისფერ ზონას. უშუალოდ კვლევას თუ ვმახავთ, რუმინეთში, მოლდოვაში, სლოვაკეთსა და საბერძნეთში უკრაინის ხელისუფლების მხარდაჭერა დაახლოებით 5%-ით აღემატება რუსეთისას, მაგრამ მაინც არაა გამოკვეთილი.

რატომ ყოყმანობენ ეს ქვეყნები? ეს არ არის შემთხვევითობა. სწორედ ეს დემოგრაფიაა მოსკოვის საინფორმაციო ომის მთავარი ფრონტის ხაზი. რუსული პროპაგანდის მანქანა აქ დაუღალავად მუშაობს უკრაინის გასაშავებლად, მიზანმიმართულად იყენებს ისტორიულ წყენებს (იგივე 1919 წლის ტრიანონის ზავზე, რასაც დიდი უნგრეთის გაქრობა მოჰყვა), ეთნიკურ უმცირესობებს (მოლდოვასა და რუმინეთში) ეკონომიკურ შიშებსა და პოლიტიკურ პოლარიზაციას. სლოვაკეთსა და უნგრეთში ეს დაყოფა მკვეთრად გადის შიდაპოლიტიკურ და პარტიულ ხაზებზე. თუმცა, აღსანიშნავია ის ტენდენციაც, რომ უნგრეთში საზოგადოების დამოკიდებულება თანდათან იცვლება და რუსეთის მიმართ განსაკუთრებით ნეგატიური ხდება. დეზინფორმაცია მუშაობს იმაზე, რომ მსხვერპლი წარმოაჩინოს პროვოკატორად, ხოლო მტერთან დათმობა გაყიდოს როგორც “პრაგმატული” აუცილებლობა. როდესაც საზოგადოება ღია იმპერიალიზმის დაგმობას ერიდება, ეს ნიშნავს, რომ ფსიქოლოგიურმა ომმა ფესვები უკვე გაიდგა.

ამ რთულ ფონზე, საქართველოს მონაცემები კრიტიკულად მნიშვნელოვანია. გამოკითხულთა მხოლოდ 6% იწონებს კრემლს (მე თუ მკითხავთ, ესეც მაღალია). 26% კი კიევის მხარესაა. ის, რომ უკრაინის ხელმძღვანელობის მიმართ მხარდაჭერა შედარებით ფრთხილი ჩანს, გამოწვეულია იმით, რომ საზოგადოების ნაწილს უბრალოდ ვერ გაურკვევია, რამდენად უნდა გამოხატოს ღია მხარდაჭერა კიევისადმი, მაშინ, როდესაც ოფიციალური თბილისის პოზიცია არცთუ მეგობრულია.

მაგრამ, როგორც არ უნდა იყოს, სინამდვილეში, პრორუსული ძალები საქართველოში მხოლოდ ხმაურიანი უმცირესობაა. ისინი საკუთარ პოზიციას ხელოვნურად, ტროლ-ბოტების მეშვეობით აძლიერებენ, ხოლო ხელისუფლების დუმილის და ხანდახან ანტიუკრაინული პოზიციების პირობებში, მათი მასშტაბი იმაზე დიდი და გავლენიანი ჩანს, ვიდრე რეალობაშია.

ქართველი ხალხის გეოპოლიტიკური ინსტინქტი და ისტორიული მეხსიერება ადვილად ვერ შეიცვლება. შეიძლება ფაქტი დამალო, მაგრამ შეგრძნების დონეს ადვილად ვერ გააქრობ. ამიტომაა ასე გაშლილი საქართველოს წინააღმდეგ რუსული პროპაგანდა. მახსოვს ასე 2000-ან წლების მეორე ნახევარში მანკიერი რუსი პროპაგანდისტი ისტორიკოსი ამბობდა (მისი სახელი არ მახსოვს), ჩინეთის გარდა, სახელმწიფოებრივი ტრადიციებითა ამბიციებით ჩვენს სამეზობლოში საქართველო და პოლონეთი ყველაზე საშიშია და სწორედ მათი დაჩოქებაა უპირველესიო.

რეალურად კი, ჩვენ ზუსტად ვიცით რუსული ოკუპაციის ფასი. ქართველი ერი მტკიცედ დგას უკრაინელების გვერდით, რადგან დღეს გადარჩენა საერთო მტრის დამარცხებაზე გადის. საქართველოს ადგილი თავისუფალ სამყაროშია და არა რუსეთის უკანა ეზოში.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved