• რეკლამა
  • კონტაქტი
12:36, ხუთშაბათი, 5 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ავტომობილების 60 პროცენტი საზღვარგარეთ გადიოდა“ – კორონავირუსის გავლენა ავტობაზარზე

ალია ავტორი - ალია
01:46 04-10-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

კორონავირუსის პანდემიის პირობებში უძრავ-მოძრავ ქონებაზე მოსახლეობის მინიმუმამდე დასული ინტერესი ავტომობილების შიდა ბაზარზეც ისევე მძიმედ აისახა, როგორც სხვა დარგებზე. ავტოდილერები ჩაკეტილი საზღვრებისა და მოთხოვნის მკვეთრი შემცირების გამო, სამომავლოდ ავტომობილებზე ფასების ვარდნას ვარაუდობენ.

„ახლა ავტობაზარზე აქტიურობა ფაქტობრივად განულებულია. ფასები შემცირებულია, მაგრამ სამომავლო პროგნოზების გაკეთება რთულია. ავტომობილის ღირებულების მკვეთრი შემცირების რისკი კი ნამდვილად არის. ჩვენი ავტომობილების 60 პროცენტი საზღვარგარეთ გადიოდა. ახლა საზღვრები დაკეტილია და თუ ასე დიდხანს გაგრძელდება ფასიც მკვეთრად დავარდება.“ – ასე აფასებს ავტომობილების შიდა ბაზარზე არსებულ სიტუაციას კომპანია mycar.ge-ს დირექტორი გია დვალი.

„კავკასიის ავტოიმპორტის“ დირექტორი გიორგი სურგულაძე ავტობაზარზე სამომავლო კრიზისის საწყისად მოწოდების ჯაჭვის წყვეტას ასახელებს. საზღვრების ჩაკეტვის გამო მინიმუმ 3 თვის მანძილზე მოწოდების შეჩერება ავტომობილები ღირებულებაზე გავლენას მოახდენს, თუმცა სურგულაძის თქმით, ამ ეტაპზე მსგავსი ტენდენცია არ შეინიშნება და ბაზრის გახსნის შემდგომ დაკორექტირდება როგორც მოთხოვნა, ასევე ფასიც.

„ჯერჯერობით, ავტომობილებზე ფასების შემცირების არანაირი ტენდენცია არ ფიქსირდება იმიტომ, რომ უბრალოდ არ იყიდება არაფერი, ფასი რაზე უნდა შემცირდეს, როცა ბაზრობა დაკეტილია.  მოწოდების ჯაჭვს თუ დავუკავშირდებთ  ყველაფერს, აუცილებლად იქნება ჩავარდნა ქვეყანაში და მოთხოვნაც ალბათ დაკორექტირდება, მაგრამ არ მგონია რომ მთლიანად დაეცეს ავტომობილის ფასი. არსებული, უკვე ჩამოსული მანქანების ფასი არამგონია დიდად გაიაფდეს. მაგრამ ბაზარს ძალიან გაუჭირდება – თვეში 8000-მდე მანქანა იყიდებოდა, 5 თვე ალბათ არ იქნება მიწოდება,  შესაბამისად, 40 000 ავტომობილს ვერ დააკომპენსირებს ეს ბაზარი ვერანაირად. ახლა რა რაოდენობაც ნაყიდია, ეს აპრილის თვეში დაიცლება  და მერე უზარმაზარი წყვეტა გვექნება.“- აღნიშნავს გიორგი სურგულაძე.

ცნობისთვის, 2019 წელს ავტომობილების გაყიდვების რაოდენობა რადიკალურად გაიზარდა. ფოთის პორტი კი პრაქტიკულად კოლაფსში აღმოჩნდა იმიტომ, რომ ვერ შეძლო ამ რაოდენობის მანქანების კონტეინერების გატარება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება
ახალი ამბები

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

20:55 11-04-2026
თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება

15:54 11-04-2026
სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა
ახალი ამბები

სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა

13:12 11-04-2026
თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას
ახალი ამბები

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას

16:53 11-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved