ფოტო – ტვ პირველი
ბიზნესმენი, რომელიც რესტორან ,,მარანში” ავტომატით იმყოფებოდა და ხალხის თვალწინ უმისამართოდ ისროდა, მცხეთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სოფიო ლეჟავამ 20 ათასიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.
კოტე ნატროშვილს გამოძება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება. თუმცა ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს ისიც, ვის ეკუთნოდა იარაღი, რომლის სროლისას რესტორნის ადმინისტრაციამ არც კი მოახდინა რეაგირება, რადგან კოტე ნატროშვილი აცხადებს, რომ ცეცხლსასროლი იარაღი რესტორნის ეზოში უცნობი პირისგან შეიძინა.
კომენტარები