• რეკლამა
  • კონტაქტი
05:13, სამშაბათი, 23 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ავთანდილ თალაკვაძე – თავს მოვალედ ვთვლი, ვემსახურო ჩემს ქალაქს, საზოგადოებას და ოზურგეთს მადლობა გადავუხადო საქმითა და წარმატებული პროექტებით

ალია ავტორი - ალია
20:34 08-19-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

„ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობა იყო ჩემი კანდიდატურის დასახელება ოზურგეთის მერის არჩევნებში. თავს მოვალედ ვთვლი, ვემსახურო ჩემს ქალაქსა და საზოგადოებას და ოზურგეთს მადლობა გადავუხადო საქმითა და წარმატებული პროექტებით. მადლობა „ქართულ ოცნებას“ ჩემს მიმართ გამოხატული ნდობისთვის, მადლობას გადავუხდი გურიის რეგიონსა და ოზურგეთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის – განაცხადა „ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატმა ავთანდილ თალაკვაძემ წარდგენაზე.

როგორც ავთანდილ თალაკვაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ოზურგეთში, არაერთი სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა, ამასთანავე გაიზარდა ოზურგეთის ბიუჯეტის შემოსავლები, რაც დადებითად აისახა გურიის რეგიონსა და ოზურგეთზე.

„გვესმის, რომ რჩება არაერთი პრობლემა თუ, გამოწვევა არაერთ ოჯახში და სახელმწიფოს მხრიდან თანადგომას საჭიროებს, ამიტომ, ამ ქალაქში ჩემი მთავარი კონკურენტი და კონკურენტები იქნება ის პრობლემები და გამოწვევები, რომელიც ჩემს ოზურგეთელებს აწუხებთ. ეს არის ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ახალგაზრდების დაბრუნება და დასაქმება, სოციალურად შეჭირვებული ოჯახების დახმარება, სოფლების წყლით უზრუნველყოფა, ახალი მუნიციპალური ტრანსპორტის შექმნა, ასევე პანდემიის შედეგად დაზარალებული შიდა მეურნეობების და მცირე ბიზნესის აღდგენა, საბინაო პრობლემების მოგვარება და ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება. თქვენი მხარდაჭერით და ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციით ჩვენ ამ პრობლემებს და გამოწვევებს ეფექტურად ვუპასუხებთ, კვლავ გავაერთიანებთ ყველას, ვისაც ჩვენი ქვეყნის, ქალაქის და სოფლის ულამაზესი მომავალი აინტერესებს და მზად არიან ამაში თავიანთი წვლილი შეიტანონ.

გურიას განსაკუთრებული პოლიტიკური კულტურა გამოარჩევს და ყოველთვის მომავალზე იყო ორიენტირებული. ამიტომ მე, ავთანდილ თალაკვაძე, გურული კაცი, პირობას გაძლევთ, რომ ჩემს ცოდნას და გამოცდილებას, რომელიც დავაგროვე საჯარო სამსახურსა თუ სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, მოვახმარ ჩემს ქალაქს, ჩემს სოფელს და მთელ საზოგადოებას. მჯერა, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, რომ ჩვენი მხარე, ჩვენი ქალაქი და სოფლები კიდევ უფრო წარმატებული, განვითარებული და ეკონომიკურად ძლიერი გახდეს. ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ! მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი ქალაქის მაჟორიტარები, ის ადამიანები, რომლებიც ყოველთვის ზრუნავდნენ და იზრუნებენ ჩვენს ქალაქსა თუ სოფელზე: ლელა საჯაია, ნინო ნადირაშვილი, დავით მდინარაძე, ვახტანგ ნიჟარაძე, ბექა თოიძე, გიორგი ჩაგანავა, გოგიტა ართმელაძე, თამაზ ტუღუში, ტარიელ აროშიძე, დავით ჭაკნელიძე, ნინო მახარაძე, ტიტე მგელაძე, პაატა კიღურაძე, მარიკა ჩხიკვიშვილი, ნუგზარ სარჯველაძე“ – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

თეგები: ავთანდილ თალაკვაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved