სუმის რეგიონალურ სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, რუსული ავიაიერიშის შედეგად, დაიღუპა 22 ადამიანი, მათგან 3 ბავშვია. ასევე, დაშავებულია 8 პირი, მათ შორის 5 წლის გოგო.
დმიტრო ჟივიცკის თქმით, ბომბმა გაანადგურა ექვსი სახლი და დააზიანა კიდევ რამდენიმე ათეული. ბოლო დღეებია სუმი ინტენსიურად იბომბება, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია აქამდეც არაერთხელ გავრცელდა.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს 24 თებერვლიდან აწარმოებს. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. 1.5 მილიონზე მეტი ლტოლვილად იქცა.
კომენტარები