მოძრაობა თალიბანმა ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა FBI-ს მიერ ძებნილ პირს ჩააბარა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა BBC და SKY ავრცელებენ. როგორც ირკვევა, სირაჯუდინ ჰაკანის 2008 წელს ქაბულის ერთერთ სასტუმროში მომხდარი აფეთქებაზე, დასაკითხად ეძებენ.
როგორც ცნობილია, ინციდენტს მაშინ 6 ადამიანი, მათ შორის, ამერიკის მოქალაქე ემსხვერპლა. გამოძიების ეროვნული ბიურო ასევე მიიჩნევს, რომ სირაჯუდინ ჰაკანი წლების განმავლობაში ამერიკელი ჯარისკაცების წინააღმდეგ თავდასხმასა და ავღანეთის ყოფილი პრეზინდეტის ჰამიდ კარზაის მკვლელობის მცდელობას კოორდინაციას უწევდა. შინაგან საქმეთა მინისტრის მსგავსად საერთაშორისო მედიის შეშფოთება გამოიწვია ახალი მთავრობის ხელმძღვანელად მოჰამედ ჰასან ახუნდის დანიშვნამ, რომელიც გაეროს შავ სიაში შეყვანილი.
კომენტარები