ავტოსაგზაო შემთხვევა თერჯოლის მუნიციპალიტეტში – ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ტვ პირველის ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი სოფელ სიმონეთთან შეეჯახა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანიც დაშავდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
კომენტარები