თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, საბურთალოზე მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია კურიერი.
როგორც „ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავტომობილისა და მოპედის შეჯახებისას, მოპედის მძღოლი გარდაიცვალა.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.














კომენტარები