ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 60 წლამდე მამაკაცი დაიღუპა, დაშავდა ერთი ადამიანი. მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხრამში გადავარდა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
კომენტარები