• რეკლამა
  • კონტაქტი
20:36, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აუცილებელი ბოდიში გვაქვს სამეგრელოსთვის მოსახდელი” – გიორგი კეკელიძე

ალია ავტორი - ალია
00:51 02-10-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,287

მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე:

“ჩვენ, დანარჩენ ქართველებს, აუცილებელი ბოდიში გვაქვს ერთი კუთხისთვის მოსახდელი. მესმის, რომ თუ რამე გვიჭირს, პირველ რიგში შენდობის თხოვნაა, ამაყები ვართ და შეუმცდარობაში გაჯიუტებულები, მაგრამ ზოგჯერ უნდა ვატკინოთ ეგოს და მტერი გავაკვირვოთ. სხვანაირად არ გამოვა. სხვანაირი გზა წინ არ მიდის.

,,ქართლ-კახეთი, იმერეთი, გურია და რაჭა,
ყველა ჩემი სამშობლოა, სამეგრელოს გარდა”

დიახ, გვახსოვს და ეგებ გვიმღერია კიდეც ცნობილი ტექსტის ეს სამარცხვინო და სახიფათო ვარიაცია. იმ გაუაზრებელ და მრუმე წელიწადებში. არც ისე შორს – თვალისა და ფიქრის ახლო გაწვდენაზე. ასეთი სიმღერები უკვალოდ არ ჩაივლის, სადღაც რჩება: ან მოუხდელ ბოდიშად, სინდისი რომ გქენჯნის, ან სულაც, მეგრულად მოლაპარაკეთა შემხედვარე საგანგებოდ დაჭყანულ სახედ, უსინდისობა რომ ვერ შეაწუხებს. რადგან ასეთია. ასეთად გაზარდეს, მათ ვინც ტყვიებს ესროდა, აუპატიურებდა, ძარცვავდა თანამოქალაქეს. ადამიანს. ან თუნდაც: თანაუგრძნობდა ამ ლაშქრობებს.

ბევრმა ეს ტკივილი გამოვტოვეთ. აი, მე, მაგალითად რამდენიმე წლის წინ, როცა ზვიად კვარაცხელია მმასპინძლობდა და დეტალებს მიყვებოდა, მართლა სიურეალისტური ფილმის სცენარი მეგონა აქამდე ათასჯერ განაგონი. არ და ვერ ვიჯერებდი. არადა, ხომ ვიცოდი, რომ თუნდაც ჩემს მეზობელსაც უმღერია ასე: ,,ყველა ჩემი სამშობლოა, სამეგრელოს გარდა.” და ის, რომ ეს სიმღერა აადვილებს ტყვიების გამეტებას და მზერასაც ასხვაფერებს.

მოკლედ, რთული ამბავია. ასეთი ჭრილობების საქმე კი ორგვარად გვარდება – ან გაანალიზებით და მერე დისკუსიებით, ხან ჭრილობაზე მარილით და მერე გამოფხიზლებით. ან მეორე გზა – უპირობო პატიება და ტაბუ. ამ კუთხის მცხოვრებებმა აპატიეს ,,მომღერლებს” ,,სიმღერა”. იმაზე ადვილად, ვიდრე ამის წარმოდგენა შეიძლებოდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გაიხსენეთ, იქით, ჩვენი დაუძინებელი ჩრდილოელი მოყვარის მცდელობები, თუნდაც უსაყრდენო სეპარატიზმის გასაღვივებლად. მაგრამ ამაოდ. და ვიცი, რომ სამუდამოდ ამაოდ. თუ მაინც რამე ნათელის დანახვა გვინდა ოთხმოცდაათიანების შავ ქრონიკაში, ერთი ეს დასტურია: სამეგრელო საქართველოს ყველაზე მყარი ნაწილია.

აქ წერტილი დასვით. და იგულისხმეთ ეს წერილი ჩემს ბოდიშად. ჩემი მეზობლის მაგივრად მოხდილ ბოდიშადაც და გასწორებულ სტრიქონებად: ,,ქართლ-კახეთი, იმერეთი, გურია და სამეგრელო”.. და ა.შ. და ა.შ.”

თეგები: გიორგი კეკელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved