• რეკლამა
  • კონტაქტი
17:59, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აცრები, პირბადე, დისტანცია, ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდა არ გაჩერდეს ქვეყანაში და გაგრძელდეს ისეთივე ტემპებით, როგორიც გვაქვს ახლა – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
20:30 09-01-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

პანდემია ჯერ კიდევ მძვინვარებს; ვუსმენთ რა ეპიდემიოლოგებს, ჩვენს ექიმებს, არსებობს ძალიან ოპტიმისტური, დამაჯერებელი პროგნოზებია, რომ რამდენიმე კვირაში ჩვენ გადავტეხავთ ამ სიტუაციას და ეპიდემიოლოგიური ვითარება საგრძნობლად გაუმჯობესდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ სამტრედიის მერობის კანდიდატის დავით ბახტაძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამის თქმის საფუძველს იქნება ვაქცინაციის ტემპები, რომელიც კიდევ უფრო უნდა დაჩქარდეს.

„რა გვაძლევს ამის საფუძველს?! პირველ რიგში ვაქცინაცია, რომელიც მიმდინარეობს ეფექტიანად, სწრაფი ტემპებით, კიდევ უფრო  უნდა დავაჩქაროთ, ჩვენ 30 ათას აცრას ვაკეთებთ დღეში, მაგრამ კიდევ უფრო მეტ უნდა გავაკეთოთ, 40 ათასამდე უნდა ავიდეთ დღეში, კიდევ ერთი მილიონი ადამიანის აცრა მოვახერხოთ ერთი თვის განმავლობაში. აცრები, პირბადე, დისტანცია, გავიჭირვოთ რამდენიმე კვირა კიდევ და ყველა პროგნოზის მიხედვით, ოქტომბრიდან დამშვიდდება სიტუაცია. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდა არ გაჩერდეს ქვეყანაში და გაგრძელდეს ისეთივე ტემპებით, როგორიც გვაქვს ახლა. მე ჩემს გამოსვლებში ვამბობ და მინდა გავიმეორო კიდევ, რომ გვაქვს ძალიან ძლიერი, სოლიდური ეკონომიკური ზრდა, ორნიშნა  ეკონომიკური ზრდა, რომელიც არ გვქონია ბოლო წლების განმავლობაში. 10-12 წელზე მეტია, უფრო მეტიც, 2007 წელს იყო ბოლოს  ორნიშნა ზრდა, მაშინ იყო აბსოლუტურად სხვა ვითარება მთელს მსოფლიოში. მთელს რეგიონში, ევროპაში, ამერიკაში, ყველგან  იყო ეკონომიკური განვითარების ძალიან მაღალი ტემპები. ახლა არის სხვა ვითარება, ჩვენ მართლაც გვაქვს გამორჩეული ეკონომიკური ზრდა, ამას სჭირდება შენარჩუნება, მეგობრებო. ეკონომიკური ზრდა რატომ არის კარგი? იმიტომ, რომ ჩვენს ბიუჯეტში, ჩვენს ქვეყანას გაუჩნდა დამატებითი რესურსი, მილიარდ 200 მილიონით გავზარდეთ ბიუჯეტი, რითაც კიდევ უფრო მეტი პროგრამები დაფინანსდა და დაფინანსდება კიდევ უფრო მეტი პროექტი, ხალხზე ორიენტირებული მეტი პროგრამა“, – განაცხადა პრემიერმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved