საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ერთ-ერთ უკრაინულ პორტალზე გამოქვეყნებულ სიასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა:
“ჩვენ, როგორც ჩანს, მორიგჯერ ვართ ათვალწუნებული მხოლოდ იმის გამო, რომ ვინარჩუნებთ სტაბილურობას, რომ ვიბრძვით დეოკუპაციისა და თავისუფლებისთვის შეძლებისდაგვარად გაწონასწორებულად, მშვიდობიანი გზით ვცდილობთ ქვეყნის გამთლიანებას.
რას ვიზამთ, ჩვენ ვნახეთ, რომ იმ ქვეყნის ხელისუფლებაში ზოგიერთ წარმომადგენელს იდეების ნაკლებობა არ აწუხებს და როგორც ჩანს, ეს არის მათი მხრიდან მორიგი „კრეატიული იდეა“.
კომენტარები