• რეკლამა
  • კონტაქტი
06:08, კვირა, 31 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ათიათასობით ლარის დანაკლისი და ნეპოტიზმი აფხაზეთის მთავრობაში – აუდიტის სამსახურის სკანდალური დასკვნა

ალია ავტორი - ალია
14:27 02-19-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
69

ათიათასობით ლარის დანაკლისი და ნეპოტიზმი აფხაზეთის ა/რ მთავრობაში – სახელმწიფო აუდიტის სამსახური სსიპ დევნილთა საარსებო წყაროების მხარდამჭერი პროექტებისა და პროგრამების სააგენტოს მიერ დახარჯული საბიუჯეტო სახსრების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.

დასკვნის მიხედვით, აუდიტის პერიოდში საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ მიმდინარეობდა გამოძიება სააგენტოს ხელმძღვანელის მიერ კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც სააგენტო ცნობილ იქნა დაზარალებულ მხარედ.

აღნიშნული ფაქტების შემდეგ გამოვლინდა, რომ ორგანიზაციას გააჩნდა ისეთი აქტივები, რომელთა შესახებ ინფორმაცია (შესაბამის პირველად დოკუმენტაციასთან ერთად) აქტივების მიღებასთან დაკავშირებით არ მიეწოდა სააგენტოს საფინანსო სამსახურს და აქტივების ნაშთები არ შეესაბამებოდა რეალურ მდგომარეობას.

“შესაბამისად, ახალი გარემოებების საფუძველზე, სააგენტომ მიმდინარე წლის სექტემბერში ჩაატარა ინვენტარიზაცია, რომლის შედეგადაც გამოავლინა 113,126,29 ლარის (59 დასახელების აქტივი) დანაკლისი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სააგენტომ მიაწოდა მაკონტროლებელ სტრუქტურას (აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრო).

სააგენტოს მიერ არაფინანსური აქტივების უკონტროლობის პირობებში ფიქსირდება საბიუჯეტო რესურსების დანაკლისი, რაც წარმოქმნის აქტივების შესაძლო დატაცების რისკებს”, – ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

დოკუმენტში ასევე საუბარია იმაზე, რომ “დევნილთა საარსებო წყაროების მხარდამჭერი პროექტების” ფარგლებში დახარჯული საბიუჯეტო სახსრები არამიზნობრივი და კანონშეუსაბამოა.

“სააგენტოს 2019-2020 წლების პროგრამების შესწავლით გამოვლინდა, რომ მოქმედი 10 პროგრამიდან 4 ფაქტობრივად არ შესრულებულა. მიუხედავად იმისა, რომ გაწერილი იყო ღონისძიებებები, რომლებიც უნდა განხორციელებულიყო და გახარჯულია საბიუჯეტო სახსრები, საბოლოო დაგეგმილი შედეგი ვერ იქნა მიღწეული. შედეგად, სააგენტოს მხრიდან 2019-2020 წლებში არამიზნობრივად არის გახარჯული, ჯამში − 252,643 ლარის საბიუჯეტო სახსრები”, – ნათქვამია დოკუმენტში.

ოპოზიცია ამბობს, რომ ასეთი ფაქტების შესახებ ისინი წლებია საუბრობენ, თუმცა ამის მიუხედავად, საქმეს პროკურატურა არ იძიებს. შესაბამისად, მათ არც ახლა აქვთ მოლოდინი, რომ საგამოძიებო უწყება რეაგირებას მოახდენს.

“ის მიწის ნაკვეთები, რომლებიც ამ სააგენტოს გადაეცა და სადაც დევნილები უნდა დასახლებულიყვნენ, ეწარმოებინათ სხვადასხვა სასოფლო-სამურნეო საქმიანობა, ეს მიწის ნაკვეთები გაქრა. ზუსტად ეს სსიპ-ია, რომელიც წესით ხელს უნდა უწყობდეს დევნილთა უკეთესი ცხოვრების შექმნას, მათი ფინანსური წყაროების უზრუნველყოფას და ეს სსიპ-ი ჭამს პირველ რიგში დევნილთა ფულს.არავინ თქვას, რომ თავმდჯომარე და მაღალი თანამდებობის პირებმა არაფერი იციან, ეს ყველაფერი მიდის მათ ჯიბეში”, – ამბობს ენმ-ის წევრი, ბესო შენგელია.

დარღვევებთან დაკავშირებით “მთავარი არხი” აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა ისინი სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026

ბიზნესი

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?
ახალი ამბები

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?

14:50 05-30-2026
მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა
ახალი ამბები

მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა

19:45 05-29-2026
თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ

18:32 05-29-2026
“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი
ახალი ამბები

“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი

17:23 05-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved