• რეკლამა
  • კონტაქტი
13:50, ორშაბათი, 17 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აშშ-ში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საელჩო კორონავირუსის გამო აფრთხილებს

ალია ავტორი - ალია
10:13 03-13-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

აშშ-ში საქართველოს საელჩო კორონავირუსის გამო აშშ-ის საზღვარზე შეზღუდვებთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს.

„მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის (COVID-19) შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულებით შეიზღუდა აშშ-ის საზღვარზე უცხოეთის მოქალაქეების მიღება, ვინც ბოლო 14 დღის მანძილზე იმყოფებოდა ევროპის შენგენის ზონის ქვეყნებში.

შენგენის ზონაში შედის 26 ქვეყანა: ავსტრია, ბელგია, ჩეხეთის რესპუბლიკა, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდების სამეფო, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი და შვეიცარია.

შეზღუდვა არ ეხებათ აშშ-ის მოქალაქეებს, ამერიკაში ლეგალურად მუდმივად მცხოვრებ პირებს, აშშ-ის მოქალაქეების უახლოესი ოჯახის წევრებს (პირველი რიგის ნათესავებს), აშშ-ის მოქალაქისა თუ მუდმივად მცხოვრები პირის ნაშვილებ უცხოეთის მოქალაქეს და არასრულწლოვან და-ძმას. სრული ჩამონათვალი იხილეთ პრეზიდენტის განკარგულებაში

აღნიშნული შეზღუდვა ძალაში შედის 13 მარტის ღამის 11:59 საათიდან (EST -აღმოსავლეთ სანაპიროს დროით).

საელჩოს ინფორმაციით, ჯერჯერობით ევროპიდან ფრენები ორივე მიმართულებით კვლავ ხორციელდება, ისევე როგორც სტამბულის, კიევისა და დოჰას მიმართულებიდან.

რადგან აშშ-ის შესაბამისი სამთავრობო უწყებების მხრდან ინფორმაციის დაზუსტება ხორციელდება ყოველდღიურ რეჟიმში, შესაბამისად საელჩო მოგაწვდით განახლებულ ინფორმაციას ყოველდღიურ რეჟიმში. გთხოვთ თვალი ადევნოთ საელჩოს ვებ-გვერდსა და FB-გვერდს.

საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს გთხოვთ, დაუკავშირდეთ საქართველოს საკონსულო სამსახურს:

კოლუმბიის ოლქის, ვირჯინიის, მერილენდის, დასავლეთ ვირჯინიის, ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინის, ჯორჯიისა და ფლორიდის შტატის მაცხოვრებლები — საქართველოს საელჩოს საკონსულო ოლქი ქ. ვაშინგტონში: +1 (202) 387-2390 ext. 303 & ext. 201; ცხელი ხაზი: +1 (202) 247-8498; +1 (202) 853-8304;

აშშ-ის დანარჩენ შტატებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები — საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ნიუ იორკში: +1 (212) 922-1722; ცხელი ხაზი: +1(917) 916-2753; +1 (917) 945-3227

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ ბმულებზე:

White House: Proclamation—Suspension of Entry as Immigrants and Nonimmigrants of Certain Additional Persons Who Pose a Risk of Transmitting 2019 Novel Coronavirus

U.S. Department of Homeland Security: Homeland Security Acting Secretary Chad F. Wolf’s Statement on Presidential Proclamation To Protect the Homeland from Travel-Related Coronavirus Spread

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved