• რეკლამა
  • კონტაქტი
08:49, კვირა, 12 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აშშ-ში COVID 19-მა იმდენივე ადამიანი იმსხვერპლა, რამდენიც 1918-19 წლებში გრიპის პანდემიამ

ალია ავტორი - ალია
13:39 09-22-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

შეერთებულ შტატებში კორონავირუსმა დაახლოებით იმდენივე ადამიანი იმსხვერპლა, რამდენიც, 1918-19 წლებში გრიპის პანდემიამ. ინფორმაციას Associated press ავრცელებს და წერს რომ ამერიკაში კორონავირუსით დაახლოებით 675 000 ადამიანი გარდაიცვალა.

სტატიაში ასევე წერია, რომ ერთი საუკუნის წინ აშშ-ს მოსახლეობა, იმის მესამედი იყო, რაც დღეს არის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გრიპმა ქვეყანას გაცილებით დიდი სასიკვდილო დარტყმა მიაყენა, თუმცა როგორც AP წერს, კორონავირუსის პანდემია თავის მხრივ, კოლოსალური ტრაგედიაა, განსაკუთრებით მისი მასშტაბებისა და ვაქცინის ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით.

გამოცემა ასევე წერს, რომ გრიპის მსგავსად, კორონავირუსი შესაძლოა სრულად არ გაქრეს. ამის ნაცვლად, მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ის მსუბუქ სეზონურ ვირუსად გადაიქცევა და მასთან გამკლავებას ადამიანი ანტისხეულებითა და ვაქცინაციით შეძლებს.

1918-19 წლებში ესპანურმა გრიპმა გლობალურად 50 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამ წლებში დედამიწის მოსახლეობა ახლანდელის ¼ იყო. მსოფლიოში კორონავირუსით კი 4.6 მილიონ ადამიანზე მეტი გარდაიცვალა.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ მოგზაურობისა და მასობრივი მიგრაციის გამო კორონავირუსის პანდემიის მასშტაბები შესაძლოა გაიზარდოს. ამას კი ემატება ისიც, რომ მსოფლიო მოსახლეობის უმეტესობა აუცრელია.

გლობალურად ვაქცინაციის, სულ მცირე ერთი დოზა მხოლოდ 43%-მა მიიღო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved