აშშ სამხრეთ კორეის სამხედროების ნაწილს Johnson & Johnson-ის ვაქცინით აცრას გეგმავს. თავდაცვის სამინისტრო 13 000 დოზა ვაქცინის გაგზავნას გეგმავს. ინფორმაცია სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მუნ ჩჟე ინის ვაშინგტონში ვიზიტამდე გავრცელდა.
ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
სამხრეთ კორეის საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების მარეგულირებელმა ორგანომ ერთდოზიანი Johnson & Johnson-ის ვაქცინა აპრილში მას შემდეგ დაამტკიცა, რაც 6 მილიონი დოზის მიღებაზე შეთანხმებას ხელი მოაწერა, თუმცა, ვაქცინის სამხრეთ კორეაში გაგზავნის ვადა ამ დრომდე უცნობია.
კომენტარები