• რეკლამა
  • კონტაქტი
20:10, ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აშშ-ს ახალ ელჩს დაუსრულდა კეთილგანწყობის “კარანტინი” ჩვენ მიმართ” – ქართველიშვილი

ალია ავტორი - ალია
23:50 11-15-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,230

“ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი:

როგორც ჩანს აშშ-ს ახალ ელჩს დაუსრულდა ჩვენს მიმართ კეთილგანწყობის “კარანტინი” და ე.წ. პრეზიდენტ ზურაბიშვილის ანტიჩინური გამოხტომის სავარაუდო ავტორიც აშკარავდება. ანუ, იმის თეორიული დაშვებაც კი – რომ რუსეთთან “სულ უფრო დაახლოვებულმა” ჩინეთმა ამ დაახლოვებით სწორედ “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის ნაწილის” პრობლემის გადაწყვეტას შეიძლება შეუწყოს ხელი – არ განიხილება საერთოდ. როგორც ჩანს, ეს საკითხი კვლავ განიხილება “ფადი-ასლი-სეულ” კონტექსტში, რომ სოხუმიც და ცხინვალიც არის ის “ბალასტი”, რომელიც საქართველოს დასავლურ ინტეგრაციებს უშლის ხელს.

აქვე გახსენდება ჩვენი ამერიკელი პარტნიორების პრეტენზია, თუ რატომ უშვებს საქართველო ანაკლიის პორტის პროექტის ჩინური კომპანიის ხელში შესაძლო ჩაბარებას. ამ შემთხვევაშიც ზუსტად იგივე კონტრშეკითხვა გებადება – დეკლარირებული მხარდამჭერი განცხადებების გარდა, რა გააკეთა ბოლო წლებში აშშ-მ ან ევროკავშირმა ამერიკული ან ევროპული კომპანიების შემოსასვლელად ანაკლიაში, ან რუსეთთან შუამავლების როლში ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ვინმე რამეს უშლიდა? სამაგიეროდ, “გლობალური ომის პარტიის” აგენტებთან (“გოპ”-ნიკებთან) მათი მედიაციაც გვახსოვს და ფასილიტაციაც – რაც არანაირად არ იყო ჩვენი საზოგადოების დაკვეთა.

მაგრამ, როგორც კი ქვეყნის ძირითადი ეროვნული ამოცანის გადაწყვეტის ჰორიზონტზე გამოჩნდა დამაიდებელი სხივი, ჩინეთის ელჩის ჭოუ ციენის მარტის ცნობილი განცხადების თუ ერთიანი საქართველოს მიმართ ჩინეთის პრეზიდენტის მკაფიო მხარდაჭერის სახით – ჩვენი ახალი სტრატეგიული პარტნიორი მწვავე ბულინგის ობიექტი გახდა. სწორედ დღეს უნდა შედგეს აშშ-სა და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრა ამ ორი ქვეყნის ინტერესებში შემავალ საკითხებზე. მაგრამ საქართველოს ინტერესებში შემავალ საკითხებზე ჩინეთთან ჩვენი თანამშრომლობა უკვე სამიზნეშია აყვანილი.

თეგები: დავით ქართველიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved