• რეკლამა
  • კონტაქტი
01:43, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აშშ ისრაელს მიყიდის თვითმფრინავებს, რომლებიც ირანზე შესაძლო თავდასხმისთვის დასჭირდებათ

ალია ავტორი - ალია
17:16 09-02-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
136

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავების მწარმოებელმა კომპანია ბოინგმა აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტთან გააფორმა კონტრაქტი ისრაელისთვის 4 ერთეული KC-46-ის ტიპის თვითმფრინავების გადაცემაზე.

თვითმფრინავის გამოყენება შესაძლებელია როგორც სამხედრო ძალების ტრანსპორტირებისთვის, ისე მოიერიშე და სხვა ტიპის თვითმფრინავების საწვავის ავზების შესავსებად.

მიიჩნევა, რომ ეს თვითმფრინავი ისრაელის ირანზე შესაძლო თავდასხმისთვის მნიშვნელოვანია, რადგან სამიზნეები 2 000 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, ისრაელის ავიაგამანადგურებლებს კი ამ მანძილზე ფრენა და უკან დაბრუნება საწვავის შევსების გარეშე არ შეუძლიათ.

ისრაელი აპირებს, რომ KC-46-ებით განაახლოს საწვავის შემვსები თვითმფრინავების ამჟამინდელი ფლოტილია, რომელშიც შედის KC-130 Hercules-ი და მოდიფიცირებული ბოინგ 707.

კონტრაქტის მიხედვით, ისრაელი ახალ თვითმფრინავებს 2025 წლისთვის მიიღებს. ისრაელს გადაცემის ვადის დაჩქარება სურს, რაც ნიშნავს იმას, რომ აშშ-ს ბოინგისგან თვითმფრინავების მიღების საკუთარი რიგის დათმობა მოუწევს. ისრაელის ამ წინადადებას ვაშინგტონი ჯერჯერობით უარით შეხვდა.

შეთანხმება ისრაელს $927 მილიონი უჯდება. კონტრაქტის მიხედვით, თანხა დაიქვითება $3.8 მილიარდიდან, რომელსაც ისრაელი აშშ-სგან ყოველწლიურად იღებს, ორ ქვეყანას შორის გაგების 10-წლიანი მემორანდუმის ფარგლებში.

შეთანხმების მიხედვით, ისრაელს მომავალში კიდევ 4 KC-46-ის შეძენა შეეძლება.

თვითმფრინავების შეძენა დადებითად შეაფასა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ბენი განცმა.

“საწვავის შემვსები თვითმფრინავები, რომელთაც ვყიდულობთ, ახალი F-35-ების ესკადრილიასთან, მძიმე სატრანსპორტო ვერტმფრენებთან, წყალქვეშა ნავებთან და თანამედროვე შეიარაღებასთან ერთად, ისრაელის თავდაცვის ძალებს მოემსახურება დიდ გამოწვევებში, რომელთა წინაშეც ეს ესაა დავდგებით, ახლოსა და შორს”. – თქვა განცმა.

 

თეგები: აშშისრაელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved