• რეკლამა
  • კონტაქტი
17:37, კვირა, 16 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აშშ-ის საელჩოს სუსი უთვალთვალებს? რა მასალები ვრცელდება მედიაში

ალია ავტორი - ალია
22:47 07-30-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,094

ტვ პირველის ინფორმაციით, სუს-დან მოიპოვეს მასალა, რომელიც ადასტურებს, რომ უსაფრთხოების სამსახურის სპეცსამსახურის თანამშრომლები ამერიკის ელჩს უკანონოდ უთვალთვალებენ.

სავარაუდო თვალთვალის ხუთი ფაილიდან ორი ფოტოა, ორი ვიდეო, მეხუთე ფაილში კი ოპერატიული ცნობებია – სად, როდის და ვისთან ერთად მივიდა ელჩი?

დოკუმენტების თანახმად, საქართველოში აკრედიტებული ამერიკელი დიპლომატების მიერ, სასტუმრო “შერატონში” დაგეგმილი დახურული ღონისძიების ამბავი  სუს-ს, სასტუმრო “შერატონის”, უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა,  გიორგი რობაქიძემ მიაწოდა. 

ერთ-ერთი შეტყობინება 4 ივლისით თარიღდება, სუს-ის თანამშრომელმა, 19:05 საათზე საიდუმლო სამსახურში სავარაუდოდ გააგზავნა ცნობა, რომ  სასტუმრო ,,შერატონ მეტეხი პალას”-ში აშშ-ს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი მივიდა. მედიის ცნობით, უკანონო მიყურადებას დიმიტრი კაპანაძე ხელმძღვანელობდა, ადგილზე კი ერთ-ერთი, ვინც თვალთვალს ახორციელებდა და მონაცემებს სუს-ს გადასცემდა, მირიან ხუროშვილი იყო. 

მასალების მიხედვით, თვალთვალის ობიექტია დიღომში, ელჩის რეზიდენცია და კელი დეგნანთან სახლში მისული ოპოზციის ლიდერები.  2021 წლის 1 ივლისს, სავარაუდოდ, სუს-ს აგენტი, გიორგი ვაშაძის პარტიიდან აწვდის ინფორმაციას, რომ “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე ამერიკის ელჩთან შეხვედრას აპირებს სახლში.

“შაბათის ეთერის” ინფორმაციით, გიორგი ყიფშიძე, სუს-ში ირაკლი ღარიბაშვილი კადრია, სწორედ მასთან აქვს კავშირი სავარაუდოდ გიორგი ვაშაძის პარტიის ერთ ერთ წევრს რომელიც სუსს აწვდის ინფორმაციას ამერიკის ელჩთან ნებისმიერი სახის კომუნიკაციის შესახებ.

მაგალითად, მასალების მიხედვით, 2021 წლის 25 ივნისს, 11:19 საათზე, სუს-ის თანამშრომელი გიგლა ბარამიძე ხელმძღვანელებს წერილობით აცნობებს, რომ ოპოზიციური პარტიის შეხვედრას დაესწრება სუსის წყარო ანუ აგენტი, რომელიც ელჩი დეგნანის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას, მოდულის შენობაში გაგზავნის. 

მედიის ცნობით, მიმოწერის  ასლი, ვაშაძის პარტიის შიდა “ჩატიდან”, პირდაპირ სუს-ის საიდუმლო ჩატში გაიგზავნა.

“შაბათის ეთერის” ინფორმაციით, ელჩის თვალთვალი ბარამიძეს უფასდება. 2022 წლის მაისში, ბარამიძემ თეთრიწყაროში, 2375 კვადრატული მეტრი მიწა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობა იყიდა.

წყარო – ტვ პირველი

თეგები: ბიძინა ივანიშვილიგრიგოლ ლილუაშვილიკელი დეგნანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved