• რეკლამა
  • კონტაქტი
22:26, შაბათი, 10 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„. აშშ დარწმუნებულია, რომ არსებობს საფუძველი ამ ოთხი პიროვნებისთვის სავიზო აკრძალვის დაწესებისა მათი კორუფციულ საქმიანობაში მონაწილეობის გამო“ – კელი დეგნანი მოსამართლეებზე

ალია ავტორი - ალია
18:02 04-19-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
507

აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აცხადებს:

“აშშ ყოველთვის მოუწოდებს საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს, რომ მივიდნენ პარლამენტში და ქართველი ხალხის სახელით შეასრულონ საკუთარი მოვალეობები. ეს ინსტიტუცია სწორედ ამისთვის შეიქმნა. ამიტომ, როდესაც რომელიმე პარტია საპარლამენტო მუშაობას ბოიკოტს უცხადებს, ეს ძალიან ცუდია. მე ვიმეორებ იმას, რაც არაერთხელ მითქვამს, რომ ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ გამოიძიოს სავარაუდო კორუფციის ის ფაქტები მართლმსაჯულების სისტემაში, რომლებიც ფართოდ არის ცნობილი უკვე წლების განმავლობაში.

ზოგიერთმა ადამიანმა განცხადება გააკეთა, რომ ჩვენ კარგად არ ვიყავით ინფორმირებულები, ამიტომ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ შეცდომა არ ყოფილა. აშშ დარწმუნებულია, რომ არსებობს საფუძველი ამ ოთხი პიროვნებისთვის სავიზო აკრძალვის დაწესებისა მათი კორუფციულ საქმიანობაში მონაწილეობის გამო. ჩვენ ჩავატარეთ მოკვლევა და განვიხილეთ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც უმეტესწილად საჯაროდ არის ხელმისაწვდომი. ასე რომ, აქ შეცდომა არ არის და საქართველოს ხელისუფლებას აქვს შანსი, რომ თავადაც გამოიძიოს ეს ფაქტები იმავე საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებზე დაყრდნობით, თუ ამის სურვილი ექნებათ.

ასევე არ არსებობს არანაირი შეცდომა აშშ-ს მართლმსაჯულების პროგრამებში მონაწილეობის თაობაზე. ეს პროგრამები ღიაა ყველა იმ მოსამართლისთვის, რომელიც კვალიფიცირებულია, აქვს მონაწილეობის დრო და შეუძლია, რომ მიღებული ცოდნა და ინფორმაცია ჩამოიტანოს და გამოიყენოს საქართველოში. ჩვენ არასდროს დაგვიბარებია მოსამართლეები და არ მოგვითხოვია მათთვის რაიმე სასამართლო საქმეზე ახსნა-განმარტება. ეს არასწორი ინფორმაციაა. უცნაურია, როდესაც ვისმენთ განცხადებას, რომ მთავრობა მოსამართლეების გვერდით დგას. საქართველოში ნამდვილად არიან პროფესიონალი მოსამართლეები და იმის თქმა, რომ მათი დაცვა გამოიხატება კორუმპირებული ოთხი პიროვნების დაცვაში, არის არასწორი. საქართველოს ხელისუფლებას აქვს შანსი, რომ ჩაატაროს გამოძიება და გამოავლინოს კორუმპირებული მოსამართლეები”

კელი დეგნანმა კეზერაშვილისა და „ქოლცენტრების“ საქმეზეც გააკეთა კომენტარი:

„საშუალება არ მქონდა ქოლცენტრებზე BBC-ის გადაცემა მენახა. მის შესახებ ქართულ პრესაში მესმოდა…. და კვლავ, ეს არის საგამოძიებო ჟურნალისტიკა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მთავრობა ანგარიშვალდებულებაში გყავდეს, რათა მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამოააშკარაო, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია, ეს საჯარო ინფორმაციის ის ფორმაა, რომელზე დაყრდნობითაც შემდგომ ხელისუფლებას საკუთარი გამოძიების ჩატარება შეუძლია. მნიშვნელოვანი ელემენტია ამაში და, რა თქმა უნდა, ამ ბრალდებების მხრივ მეტი სამუშაოა ჩასატარებელი.

როგორც მესმის, ბატონმა კეზერაშვილმა გაავრცელა განცხადებები, სადაც ამ ბრალდებებს უარყოფს, ასე რომ აშკარაა, რომ მეტი ინფორმაციაა საჭირო და იურიდიული პროცესი უნდა დაიწყოს და დარწმუნებული ვარ, რომ დაიწყება“

თეგები: კელი დეგნანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!

00:00 10-10-2026
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
არქი გრანდ ავენიუ
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

14:37 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved