• რეკლამა
  • კონტაქტი
01:52, ორშაბათი, 8 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აშხაბადის შეხვედრა პრობლემა არ იქნებოდა, ის რომ არ წარმოადგენდეს ერთადერთ საგარეო პოლიტიკურ არჩევანს” – გიგა ბოკერია

ალია ავტორი - ალია
18:06 12-12-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
8,346

ფედერალისტების ერთ–ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია:

აშხაბადის შეხვედრის ფოტო ყველაზე ცხადი ილუსტრაციაა იმ სივრცისა, სადაც ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ხედავს – ცივილიზაციური მტრის, რუსეთის გავლენის სფეროში.
ზოგადად, დემოკრატიული ქვეყნის ლიდერი, რომელსაც ხალხის მანდატი აქვს, ქვეყნის ინტერესების დასაცავად უნდა ესაუბროს ყველას;
უნდა ესაუბროს ჩვენი მეზობელი ქვეყნების ხელისუფლებებსაც, მათ შორის – ისეთებს, რომლებსაც ქართული საზოგადოებისგან განსხვავებული ისტორიული არჩევანი აქვთ გაკეთებილი.
საქართველოს ეროვნული ინტერესების დამცველი ხელისუფლება შეიძლება ესაუბროს ჩვენს ოკუპანტს და ცივილიზაციურ მტერსაც, ოღონდ ეს ჩვენი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაცვის მკაფიო სტრატეგიის ნაწილი უნდა იყოს და არა მტრის ვასალობასთან შეგუების, საზოგადოების დემორალიზებისა და დეზორიენტირების პროპაგანდის გაგრძელება.
ივანიშვილის რეჟიმი ამერიკის შეერთებულ შტატებს, გაერთიანებულ სამეფოს, ევროკავშირს ქართული სახელმწიფოსა და იდენტობისთვის საფრთხედ ნათლავს და ამის ნაცვლად, ძალადობითა და ტერორით იმ სამყაროსკენ მიჰყავს ქვეყანა, სადაც ვერც თავისუფლებასა და კეთილდღეობას მოვიპოვებთ და რუსეთის აგრესიისგანაც ყველაზე დაუცველები დავრჩებით.
აშხაბადის შეხვედრა პრობლემა არ იქნებოდა, ის რომ არ წარმოადგენდეს ერთადერთ საგარეო პოლიტიკურ არჩევანს, რომელსაც ივანიშვილი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, საქართველოს და ქართველ ხალხს უტოვებს.
შეერთებული შტატებისგან და ევროპისგან იზოლირებული, რუსეთის გავლენის სფეროში ჩარჩენილი საქართველო სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას გარდაუვლად დაკარგავს, თუ ქართულმა საზოგადოებამ, ჩვენს თავში არ ვიპოვეთ ძალა, რომ რეჟიმი შევცვალოთ.
საქართველოს დამოუკიდებლობის გადარჩენის გზა არის ერთადერთი – ივანიშვილის რეჟიმის შეცვლა და თავისუფალ სამყაროსა და ჩვენს რეგიონში ძლიერი მოკავშირეების მქონე თავისუფალი რესპუბლიკის დაფუძნება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა

14:17 06-05-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა

13:30 06-04-2026
პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე
ახალი ამბები

პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე

12:55 06-04-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს

16:44 06-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved