საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა:
“როცა მივმართავ და ვითხოვ საქართველოს ევროპულ მომავალს, მე ასევე მივმართავ ცხინვალის და აფხაზეთის მოსახლეობას. იმიტომ, რომ ეს მოსახლეობაც ასევე იცავდა თავის იდენტობას და ასევე მე ვდგავარ იმათ გვერდზე, ვინც გუშინ აფხაზეთში მოაწყო დემონსტრაცია”
შეგახსენებთ, რუსეთის მოქალაქეების მიერ მიწების მასიურად შეძენისა და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გატარებული პოლიტიკის გამო, ხალხი გუშინ ოკუპირებულ სოხუმში, ქუჩაში გამოვიდა.
კომენტარები