საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი:
“ძალიან საყურადღებოა, რომ ხერსონში დამპყრობელთა ბატალიონების მეთაურებმა გუშინ მოლაპარაკებები დაიწყეს უკრაინელებთან ტყვედ ჩაბარებაზე. ეს ნიშნავს, რომ მათ მომარაგება აღარ აქვთ და არც გასაქცევი გზები. ხერსონი შეიძლება ხარკოვზე დიდი მასშტაბის მარცხი აღმოჩნდეს. ის, რაც ახლა ხასიათდება რუსული ტერმინით „разгром армии“ ასეთი კრახი რუსეთს არ უგემია 1856 წლის ყირიმის კამპანიის შემდეგ. მაშინ ყირიმში მარცხის შემდეგ ნიკოლოზ I გულის შეტევით გარდაიცვალა”
კომენტარები