• რეკლამა
  • კონტაქტი
00:05, კვირა, 26 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ასეთ დროს უმწეო ხდები… შესცქერი სატურაციის აპარატს და იმასაც უშვებ, რომ დილით შეიძლება ვერ გაიღვიძო…“ – რას წერს კოვიდინფიცირებული ბელა ალანია

ალია ავტორი - ალია
13:05 05-15-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

კოვიდინფიცირებული ბელა ალანია (პოლიტიკოს შალვა ნათელაშვილის მეუღლე) სოციალურ ქსელში ჩანაწერს აქვეყნებს:

„პალატა 349…

გრძელი დერეფნის ბოლოს ფანჯარაა.იქ მწვანედ ჰყვავის ხე, რომელიც პეიზაჟს მიქმნის. აქ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, როცა ქარისგან ირწევა და იბრძვის, მეც მასწავლის, რომ არ უნდა დავმორჩილდე კოვიდს. ის უბრალოდ სახადია და არა დაავადება! …

აქ სულ ორი ფერია. და კიდევ: არც არაფერს აქვს სუნი და გემო, მაგრამ არავინ ჩივის ასეთ წვრილმანებზე……. დღე ნელა მიიზლაზნება. არავის ეჩქარება დაღამება. ღამე ბევრად უფრო უტყვია და თანაც იმდენ ფიქრს აჩქარებს… ჰო, ფიქრებს, მიძინებულს გონების სიღრმეში…

ახლა დრო გაქვს, ყველაფერს ჩამოუარო, შეეხო…საათის წიკწიკსა და გულისცემას წვეთოვანიდან ჩამოწურული წამალი გიცვლის, განუზომელ უდროობაშიც რომ გინდა, რაც შეიძლება მალე დაიცალოს…..ფანჯარასთან მტრედები მოფრინავენ დროდადრო… ნამცეცებს ეძებენ. სარკმელს გაღმა ხმაურიდან, სადაც მტრედებისთვის აღარავის სცხელა…….

ერთ პალატაში მოგვათავსეს მე და შალვა. მიკვირს, როგორ გაძლო ის 5-6 დღე. ვარჯიში არ შეუწყვეტავს. არც ავადმყოფურად ჩაწოლილა.– რატომ დააცემინე?– კოვიდი მაქვს!– რატომ გახველებს?– კოვიდი მაქვს!– შენ რა, სიცხე გაქვს?– კოვიდი მაქვს!ასეთ „რიტორიკულ შეკითხვებს მისვამდა…

მგონი, სასტუმროში ვართ მე და შენ, მე კი ვერ ვხვდები- მეთქი, უხალისოდ ვუღიმოდი…….მეგობრები მეკითხებოდნენ, რამე ხომ არ მოგიტანოო. ერთს ვუთხარი, 5 ცალი საჰაერო ბურთი მომიტანე-მეთქი.მეორე დღესვე მოარბენინა დაბერილი საჰაერო ბურთების დიდი ასხმა. მათ დასაბერად „არ(!) შემაწუხა“…..

მიტოვებდნენ სუვენირებს.., ათას რამეს დაბლა, დაცვასთან.მიტოვებდნენ ისინიც, ვისაც პირადად არც კი ვიცნობდი. მიტოვებდნენ სიყვარულით სავსე ბარათებს, ლექსებს, გულ-პეპლებდაკრულებს…….

ორი მტრედი შემომეჩვია…კოვიდიანთან ნებართვის გარეშე სხდებოდნენ რაფაზე. ვეჩურჩულებოდი სათითაოდ და მეგონა, ვაგონებდი…….

ოთო ექიმი გვახალისებდა, გურულ ისტორიებს გვიყვებოდა. აი, ასეთებს, ღიმილიან განწყობას რომ გვიქმნიდნენ: ბიძამისს რომ ჰყოლია ძაღლი, სახელად პალმა. დაჰყავს თურმე სანადიროდ. ჩამოაგდებს მწყერს, პალმა მიირბენს, დაყნოსავს, გამობრუნდება!არადა, როგორც ყველა მონადირეს სჩვევია, ბაქიბუქობს ბიძია. მაგარი მონადირე ძაღლია ჩემი პალმა, მწყერს ხელიდან არ უშვებსო. ესტუმრნენ ერთხელ თურმე სხვა მონადირეები, „ ჩაზმანული“ ძაღლებით.დაიწყო ნადირობა მწყერზე! რამდენიმემ ერთად გაისროლა. ჩამოვარდა მხოლოდ ერთი, გაიქცა პალმა, დაყნოსა! გურული რაის გურულია, რამეს რომ არ მოიფიქრებდა, ჰოდაა…– პალმააა! არაა მაი მწყერი ჩვენი! – გასძახა და ქე შემოტრიალდა პალმა უკან.ეს რა ძაღლი გყოლია, სხვის მწყერს პირი არ დაადო, მომეცი, მანქანაში გაგიცვლიო… – ჰკვირობდნენ თურმე, მრავლის მნახველი მონადირეები. ჰოო, ასე იყო თურმე…….

იმ დღეს ჰაერის უკმარისობა მქონდა. ასეთ დროს უმწეო ხდები… შესცქერი სატურაციის აპარატს და მისი მაღლა-დაბლა აწევ-დაწევა ხდება სასიცოცხლო თემა.იმასაც უშვებ, რომ დილით შეიძლება ვერ გაიღვიძო…იმ ,,დაშვებაში” მთელი გავლილი ცხოვრება ეტევა, მთელი თავისი აბსურდით და უსაზღვრო სევდით…….

აქ ყველას ყველა უყვარს… არც პოლიტიკაა და არც ეკონომიკა წამყვანი თემა.ჩვენ კოვიდი გვაერთიანებს. დიახ, ჩვენ კოვიდიანები ვართ!…..ფუსფუსა ექთნები გვიფრთხილდებიან. მზრუნველი, გასაოცარი, „ჩვენიანი“ ექიმები ჰყავს კლინიკას. თამილა ექიმი იმედს არიგებს! შემიყვარდა, ის გამორჩეულია…

კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი მარტო პროფესიონალი კი არ არის, რომელმაც იცის ყველა პაციენტის სახელი, გვარი და დღეში ორ-სამჯერ პირადად ეკონტაქტება თითოეულს. ის, უბრალოდ, სიყვარულით სავსე ადამიანია და სანამ საქართველოში ასეთები მეგულება, სიგლახეები ვერ მოგვერევა, ვერ დაგვჯაბნის!……თოთხმეტდღიანი ბრძოლის შემდეგ, ექიმების დახმარებით, სახლში ვარ!იქ კი, კოვიდით დასევდიანებული პალატის ფანჯარასთან ალბათ დღეს დილითაც ისევ ისე მიფრინდა ჩემი ორი მეგობარი…

მშვიდობა თქვენდა, ჩემო წითელფეხება, თეთრგულა მტრედებო!..

ბელა ალანია“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება – CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება – CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა

17:45 04-24-2026
ემბრიოლისი – რა სახის კანის მოვლის საშუალებებს გვთავაზობს ბრენდი?
ახალი ამბები

ემბრიოლისი – რა სახის კანის მოვლის საშუალებებს გვთავაზობს ბრენდი?

17:14 04-24-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება

12:21 04-24-2026
თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად – საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად – საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში

13:18 04-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved