• რეკლამა
  • კონტაქტი
09:17, სამშაბათი, 10 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ასე, სიმღერით ვერდამშვიდებული “ბატონებით” შეიწირეს უკეთილშობილესი ახალგაზრდა უმეცარმა ადამიანებმა…” – ნანა გეგეჭკორი

ალია ავტორი - ალია
14:21 01-12-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
808

ექიმი ნანა გეგეჭკორი:

,,ღრმა ბავშვობის ამბავია, მაგრამ ნათლად მახსოვს ილორის ეკლესიაში ნანახი სცენა…

ჩემთვის ძალიან ძვირფას ადამიანს, მაშინ სრულიად ახალგაზრდას, ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე პრობლემა ჰქონდა. ოჯახის მოხუცი წევრები არ იჯერებდნენ, რომ პრობლემა რეალური ავადმყოფობა იყო. სოფელიც მთელი ძალით ამტკიცებდა მათ რწმენას და ათასგვარი რიტუალით ცდილობდა “ბატონების დამშვიდებას”.

წლები გადიოდა, დაჰყავდათ “გამომლოცველები”… აი ისინი კულტურულ მემკვიდრეობად რომ გამოაცხადა სახელმწიფომ.

ახალგაზრდა ბიჭი წლიდან წლამდე მძიმდებოდა. არ ნებდებოდა ოჯახი და ახალ ახალ რიტუალებს უწყობდა “ბატონებს”, რომ როგორმე დაემშვიდებინათ და გაცლოდნენ ბიჭს. მოხუცები არ ნებდნებოდნენ. ოჯახის ახალგაზრდა წევრების რწმენა, რომ ბიჭი მეცნიერებას უნდა მინდობოდა, არასდროს იქნა გათვალისწინებული.

ერთხელაც მორიგ რიტუალს შევესწარით ილორის ეკლესიაში. ამჯერად “ბატონების” გამოლოცვაში (მეგრულად “გუთოხვამუას” ალბათ ეს თარგმანი უხდება) ილორის ეკლესიის მღვდელი იყო ჩართული. მისი მოთხოვნით ოჯახს სპეციფიური მახასიათებლების თხა ჰყავდა მოყვანილი შესაწირად. ცხადია, თხას თან ფულადი შესაწირი და მეგრული სუფრის ყველა ატრიბუტი ერთვოდა, სპეციალური წესით რძეში მოხარშული ყველიანი კვერების ჩათვლით.

მოძღვარი რიტუალის შესრულებას შეუდგა. ჩემთვის და ალბათ სხვებისთვისაც გაუგებრად ბურტყუნებდა. თვითონ ლოცვად მოიხსენიებდა ამ ბურტყუნს. მჯერა, არც ერთი ლოცვის ერთი ფრაზაც არ ეცოდინებოდა ზეპირად. ამიტომაც ისე ბურტყუნენდა, რომ სხვებს რაღაც განსაკუთრებული, პროფესიული ენა ჰგონებოდათ.

რამდენიმე ტონალობაში ბურტყუნის შემდეგ გამოაცხადა, ახლა დააკვირდით თხა როგორ დამიმოწმებს რომ ნამდვილად დავამშვიდე “ბატონები” და ბიჭის სხეული უკვე დატოვესო. საცოდავ ცხოველს ზურგზე ცივი წყალი გადაასხა, იმანაც გაკვირვებულმა გაიფანტა სიცივე. ამაყად გასწორდა წელში მოძღვარი მისი წარმოდგენის უტყუარობაში თხადამოწმებული. დიდხანს არ გასტანა ტრიუმფით ტკბობამ. დედამ გადაასხა ცივი წყალი, კითხვით, ნუთუ გჯერათ ამ სისულელის, ცივი წყალი რომ გადაგასხან თქვენც ხომ უნებურად აფართხალდებით?.. არ მახსოვს უხერხულმა სიჩუმემ რამდენხანს გასტანა.

“ბატონები” ვერ დაამშვიდა ილორის ეკლესიის მოძღვარმა. ოღონდ, ეს მისი უმეცრებით კი არა, დედას გონიერი კითხვით ჩაშლილი რიტუალით აიხსნა.

ბიჭი კიდევ ბევრი წელი ტანჯეს “ბატონებისთვის” ნამღერი ტაშ-ფანდურით. ახალგაზრდა გარდაიცვალა მოულოდნელად. სიკვდილის უშუალო მიზეზი სხვა დაავადება იყო, თუმცა სასიკვდილო მიზეზამდე სწორედ არანამკურნალებმა ძირითადმა პრობლემამ მიიყვანა. ძალიან ძვირფასი დრო დაკარგა ოჯახმა ბიჭის გადასარჩენად. დროის კარგვის ამ სიგიჟეს კი ახლა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა… სინამდვილეში ფსიქიატრიული პრობლემა ჰქონდა. მოგვიანებით ექიმები ჩაერთვნენ მკურნალობაში, მაგრამ ძალიან დაგვიანებული იყო.

ასე, სიმღერით ვერდამშვიდებული “ბატონებით” შეიწირეს უკეთილშობილესი ახალგაზრდა უმეცარმა ადამიანებმა…

თეგები: ნანა გეგეჭკორი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი

17:07 11-09-2026
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
ახალი ამბები

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი

15:24 11-09-2026
გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?
ახალი ამბები

გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?

15:21 11-09-2026
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

15:16 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved