• რეკლამა
  • კონტაქტი
09:12, შაბათი, 26 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ასე პირველად შემეშინდა ცხოვრებაში…“ – რა იწინასწარმეტყველა ლელა კაკულიამ შოვის ტრაგედიამდე?

ალია ავტორი - ალია
12:35 08-09-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,289

წინასწარმეტყველ ლელა კაკულიას ფეისბუკ გვერდზე მოქალაქე ირმა გელაშვილის ღია წერილი ვრცელდება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ღია წერილი „ჭკუვა უხმარ“ ბრიყვებს

რამდენიმე დღე სრულიად შეგნებულად ვიკავებდი თავს ამ წერილის დაწერისგან, რათა ბრიყვთა ბრიყვულ კომენტარებზე მშვიდად და მაქსიმალურად კორექტულად მეპასუხა და ის მამაპაპური ფრაზები არ გადმომეფრქვია საჯაროდ, რაც ენაზე მადგებოდა.

რატომ არ დაინახა ლელა კაკულიამ შოვის ტრაგედია და რატომ არ იწინასწარმეტყველაო, იკითხეს მავანთ.

იკითხეს რა, ლამის მთლად ლელა კაკულიას აჰკიდეს ის ცოდვა, რომელიც ახლახან დატრიალდა ჩვენს ქვეყანაში.
არადა, კიდეც დაინახა და კიდეც იწინასწარმეტყველა — თანაც დიდი ხნით ადრე. ეს ჩანაწერი ჩვენს მკითხველებს ნამდვილად ემახსოვრებათ, რადგან ლელა კაკულიას საავტორო გაზეთშიც გამოქვეყნდა და მის წიგნებშიც შევიდა. შესაბამისად, მათ მსგავსი ბრიყვული შეკითხვა არ გასჩენიათ — ეს მხოლოდ მათ „მოახერხეს“, ვისაც წინასწარმეტყველებები არ წაუკითხავს და როყიოდ ისვრიან „ფრაზა-შედევრებს“.

სხვა ჩანაწერებს, სადაც საქართველოში მოსალოდნელ მეწყერებზე საუბრობს ქალბატონი ლელა, არც კი შევეხები, მხოლოდ ამ ერთს შეგახსენებთ.

1998 წელი, 22 სექტემბერი

დღეს, დილის 7 საათზე ვიხილე საშინელი სურათი. ის იმდენად ახლო იყო ჩემთან, მიწიერ ლელასთან, რომ შემეშინდა — ასე პირველად შემეშინდა ცხოვრებაში.

აი რა ვნახე: მივდიოდი მდინარეზე. ჩავედი მდინარის პირას. სიგანე მდინარისა სამი კილომეტრია, წარმოიდგინეთ. მოედინებოდა სუფთა, არაგვივით ჩქარი წყალი. ეს ძალიან განიერი ხეობა იყო, ირგვლივ ტყეებითა და მაღალი, ცაში აზიდული მთებით.

ვუყურებ მათ. ავფორიაქდი ამ უზარმაზარ ხეობაში, თანაც ეს სწრაფი მდინარეც (ძნელია ძალიან, მერწმუნეთ, ერთდროულად ხედვა და თან მონაწილეობა მასში)! სუნთქვა შემეკრა.

უცებ დავინახე, რომ სუფთა წყალს შეერია ქვიშიანი, ყავისფერი, მღვრიე ტალღები. ეს სურათი მზაფრავს, ისე მზაფრავს და იმხელა შიში მაქვს, რომ ვერ აღვწერ. ამ დროს გავიხედე და… ღმერთო, დიდებულო!!! გავიხედე შორს და დავინახე ცას შეერთებული აზვირთებული, ამღვრეული, ტალახიანი, შავი ტალღები. ცა არც კი ჩანდა, მე კი ხეობაში ვდგავარ და ვუყურებ ამას. შიშმა გამაშეშა!

ამას მარტო მე ვხედავდი და ვიცოდი, რომ არ გამომეყვანა ხალხი, ჩემ ირგვლივ ვინც იყო, სიკვდილი არ ასცდებოდათ — ჯოჯოხეთური სიკვდილი.

ხელში თაკო (ქალბატონი ლელას ქალიშვილი თამარ პატარაია, — ი.გ.) აღმომაჩნდა უცებ. მივხვდი, თაკოს სახით ბავშვებსაც შველა სჭირდებოდათ. გამოვბრუნდი და გამოვიქეცი. გამომყვნენ. მეგონა, ვერ ავაღწევდი, მაგრამ ქოშინი არც დამიწყია, ისე მივაღწიე მთის წვერს (ღმერთო, მე ხომ წინასწარმეტყველი ვარ, მე ვხედავ ამ ტალღებს, ეს ხომ მომავალში მოდის, ჯერ შორსაა, ჩემთვის კი ახლოს ჩანდა). წყალი სწრაფია ძალიან, მაგრამ მე უკვე ავედი თაკოსთან და ჩემ ხალხთან ერთად მთაზე.

ვუყურებ მთის ქიმს, უკვე იქ ვარ. ხეობა ძალიან, ძალიან, ძალიან ღრმაა და ვზომავ მანძილს თვალით — წყალი მთის ქიმამდე ამოვა, მაგრამ ხომ ვერ გადმოლახავს-მეთქი?

აღარ მსურდა ხედვა, არა! გამოვედი, მაგრამ ისევ ვერთვები კოსმოსს. თუმცა, იმდენად ძლიერი იყო შიში, რომ კოსმოსს კივილით მოვწყდი…

ავდექი და წავედი ტყეში, ქოროღლისკენ. იქ პატარა ეკლესიაა, დაუმთავრებელი. თითქმის სირბილით მივდიოდი. როგორ აღმოვჩნდი ამ ეკლესიის წინ, არ მახსოვს. თავისთავად აღმომხდა: „ღმერთო, ღვთისმშობელო მარიამ, შენ უშველე საქართველოს!“ და გამწარებულმა პირჯვარი გადავიწერე.

ოფლი წყალივით ჩამომდიოდა — სიმწრის ოფლი“.

ამ ხედვის შემდეგ ქალბატონი ლელა თითქმის ათი დღე დუმდა — სიტყვა არ უთქვამს, ერთი სიტყვაც კი. მხოლოდ ტიროდა.

სხვათა შორის, იგივე მოხდა ახლაც. შოვის ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე, ქალბატონ ლელას საერთოდ წაერთვა ლაპარაკის სურვილი. თავს ძალას ატანდა, რომ რამე ეთქვა. თან იცრემლებოდა. მერე ის იყო, შოვში ჯოჯოხეთი დატრიალდა…

თუ რომელიმე ბრიყვი იკითხავს, რატომ ახლაც არ იწინასწარმეტყველაო, მათ თავად ქალბატონი ლელას სიტყვებით ვუპასუხებ:

„რასაც ვხედავ და მეუბნებიან, იმას ვწერ და ვწინასწარმეტყველებ. ეს ყოველივე მოდის კოსმოსიდან… ფრთხილად!!! თუ არ იქნებით ობიექტურები, თუ არ იქნებით მართალი სიტყვის მომტანნი და სამართლის მოქმედნი, ვხედავ, ყველაფერს კარგავთ. ვიმეორებ: ფრთხილად!“

ჰოდა, ფრთხილად, ბატონო ბრიყვებო! სანამ სიტყვის სათქმელად პირებს დააღებთ, მანამ აზრებს „მოუჭირეთ“ და გონება „გაჭინთეთ“, ეგებ რამე სახეირო გამოადნოთ ემაგ მცდელობებიდან.

ეგებ მიხვდეთ, რომ „რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების“. ანუ, თუ ზენაარი თქმის ნება-უფლებას არ მისცემს წინასწარმეტყველს, ის ერთ ასოსაც ვერ წარმოთქვამს. გზანი უფლისანი და ნება მისი კი შეუცნობელ არს.“ – ვკითხულობთ პოსტში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved