• რეკლამა
  • კონტაქტი
13:21, სამშაბათი, 23 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ასე გაიშიფრნენ „პატრიოტობას თავშეფარებული“ ეს ნაძირალები” – ნანა კაკაბაძე

ალია ავტორი - ალია
20:30 02-03-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
593

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე:

„შეშლილი რადიკალები“ და საქართველო

დონალდ ტრამპი და ილონ მასკი ღვთის რისხვად მოევლინენ ფაშისტ ლიბერალებს. ნელ-ნელა იბზარება და უკვე ჩამოშლის პირასაა ამ უკანასკნელთა მიერ წლების მანძილზე ნაშენები და ნალოლიავები, ფსევდო-ლიბერალური, ბიბლიის დონემდე აყვანილი ხელშეუხებელი პრინციპები, ლოზუნგები და მესიჯ-ბოქსები, რომლებშიც ეჭვის შეტანასაც კი დიდ მკრეხელობად, უვიცობად და ჩამორჩენილობად წარმოსახავდნენ.

ჯერ კიდევ 2 კვირის წინ შეუძლებელი იყო კითხვის ნიშნების დასმა და მით უმეტეს, იმის უარყოფა, რომ არსებობს მრავალი გენდერი, საშუალო სქესი, რომ ბავშვმა თვითონ უნდა აირჩიოს საკუთარი სქესი, რომ დედა და მამის ნაცვლად არსებობს მშობელი 1 და მშობელი 2, რომ აშშ-ს მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მხოლოდ სიკეთეს, სიმართლეს და დემოკრატიას ემსახურებიან, რომ უკრაინის პრეზიდენტი თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მებრძოლი და მსოფლიოს გადამრჩენელი რაინდია და ა. შ.

დღეს კი ამერიკელი ხალხის მიერ არჩეული და ამ ხალხის პოზიციების გამხმოვანებელი პრეზიდენტი ღიად საუბრობს იმის შესახებ, რომ USAID-ს „რადიკალი შეშლილები“ ხელმძღვანელობდნენ, ხოლო NED-ი თაღლითების და კორუფციის ბუდე ყოფილა. უცებ აღმოჩნდა, რომ თურმე ზელენსკი ჩვეულებრივი სარფიანი და ნიჭიერი ვაჭარია, რომელსაც სხვა ქვეყნებისთვის მილიარდობით დოლარის გამოძალვის საოცარი უნარი გააჩნია, რომ მისი წყალობით უკრაინა ნადგურდება, ხოლო თაღლითი და ნაძირალაა ის, ვინც უკრაინელებს არწმუნებდა, რომ რუსეთს არა მხოლოდ ომს მოუგებდნენ, არამედ როგორც სახელმწიფოს, რუსეთს დაშლიდნენ და მთლიანად გაანადგურებდნენ.

ასევე უცებ აღმჩნდა, რომ მართალი ყოფილა საქართველოს ხელისუფლება, რომელიც მთელმა საერთაშორისო და ადგილობრივმა ლიბერალ-ფაშისტურმა ხროვამ ლამის ჯვარს აცვა იმის გამო, რომ კანონით მოითხოვა ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა და ოჯახური ღირებულებების დაცვა, ხოლო მეორე კანონით – საკრალურად მიჩნეული USAID-ის, NED-ის და სხვა დასავლური ფონდების მიერ გაცემული გრანტების შესახებ ინფორმაციების გასაჯაროება. ეს ყოველივე საქართველოს ხელისუფლებას, ამ ორგანიზაციების კეთილსინდისიერებაში ეჭვის შეტანად ჩაუთვალეს და ორკესტრირებულად გაილაშქრეს უმრავლესობით არჩეული ხელისუფლების მიმართ.

ამ ყველაფრის გამო საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის ავანგარდში ისე აქტიურად ჩაებნენ აშშ-ს და სხვა ქვეყნების საელჩოები საქართველოში, რომ ქართველ რადიკალ-ოპოზიცინერებსაც გადაასწრეს თავისი ცინიზმით და ქედმაღლური დამოკიდებულებით. დღეს კი არათუ გაყუჩდნენ და გაჩუმდნენ ქართველი და „თავისუფლებისთვის მებრძოლი“ რადიკალები, მათი უცხოელი პატრონები, არამედ პატარა ფინიებივით უკანა ფეხებზე შედგნენ აშშ-ს პრეზიდენტის წინაშე და ერთ მსუბუქ შეყეფვასაც ვერ უბედავენ მათი კერპების მსხვრევით დაკავებულ ტრამპს და მის გარემოცვას.

ასე გაიშიფრნენ „პატრიოტობას თავშეფარებული“ ეს ნაძირალები და გამოჩნდა, რომ ისინი „თავისუფლებისთვის“ კი არა, „ფულისუფლებისთვის“ მებრძოლები ყოფილან. მათ წინ კიდევ უფრო მეტი სიურპრიზი ელით მანამ, სანამ დარწმუნდებიან, რომ დემოკრატია სწორედ უმრავლესობის ხელისუფლებაა და რაც უნდა დატრენინგებული მეთოდებით ეცადონ უმცირესობის უმრავლესობად წარმოჩინებას, აღქმებით, ემოციებზე თამაშით და ტყუილებით მათ არც ხელისუფლებაში მოუშვებს საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა და არც ქვეყანას დაანგრევინებს.

თეგები: ნანა კაკაბაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved