• რეკლამა
  • კონტაქტი
03:52, სამშაბათი, 15 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ასე ძაღლებივით არ უნდა გავეყარეთ!“

ალია ავტორი - ალია
23:19 02-28-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

ნაციონალურ მოძრაობას ერთ-ერთი ახალგაზრდული მოძრაობა – „თავისუფალი ზონა“ დაეშალა. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ინფორმირებული წყარო უამბობს. 

„სატელეფონო მოკლე ტექსტური შეტყობინება მოგვივიდა „თავისუფალი ზონის“ წევრებს, რომ უკანასკნელი სხდომა ხვალ გაიმართება და დავიშლებით. ამის მიზეზად კობა ხაბაზი მოსახლეობაში ჩვენს უნდობლობასა და არაავტორიტეტულობას ასახელებს.

ვინც პოლიტიკურად აქტიურები ვართ, ცალკე მოძრაობებს შევქმნით და არსებულ სხვადასხვა ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შევუერთდებით.

ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ, პირველები ვიყავით, ვინც ყველაფერზე მივდიოდით, მაგრამ ხაბაზმა ასე გადაწყვიტა და გული გვწყდება. თუმცა, შემოგზავნილიც ბევრი იყო, ინფორმაციები გაედინებოდა, მაგრამ „თავისუფალი ზონის“ დაარსების დღიდან ვინც ერთგულად ვმუშაობდით, ასე ძაღლებივით ხაბაზს არ უნდა გავეყარეთ. – ამბობს მოძრაობის ერთ-ერთი წევრი. 

თავად კობა ხაბაზი „პრაიმტაიმთან“ ორგანიზაციის დაშლის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ ის პლატფორმად გადაკეთდება.

„თავისუფალი ზონა“ ისევ ისეთი აქტიური იქნება, როგორიც 2012 წლიდან არის და ყველა პროცესში მიიღებს მონაწილეობას. თუმცა, ის გახდება პლატფორმა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციისთვის, რომელიც თავად „თავისფალი ზონის“ წევრებმა შექმნეს. ასეთი 6 არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლებიც თავის მოქმედებებში თავისუფლები იქნებიან და ერთადერთი შეზღუდვა ექნებათ იმ შემთხვევებში, რაც ახალი პლატფორმის დებულებაში ჩაიწერება. ამდენად, ეს არის ახალი სიტყვა, რაც ვფიქრობთ, უფრო მეტად გაშლის ახალგაზრდულ მოძრაობას და უფრო გაააქტიურებს“ – განმარტავს კობა ხაბაზი.

შესაბამისად, თავად ხაბაზი დარჩება მხოლოდ პლატფორმა „თავისუფალი ზონის“ დამფუძნებლად, რომელიც იქ თავისი არასამთავრობო ორგანიზაციით გაერთიანდება და ამ პლატფორმაზე ერთ-ერთი, სხვებთან გათანაბრებულუფლებიანი წევრი იქნება.

წყარო: „პრაიმტაიმი“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისი მოლის განცხადება
ახალი ამბები

“თბილისი მოლი”, “დეზერტირების ბაზრობის” ტერიტორიაზე გადაუდებელ, მასშტაბურ სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

15:04 09-14-2026
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

14:29 09-14-2026
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
ახალი ამბები

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

13:34 09-14-2026
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში
ახალი ამბები

მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში

13:23 09-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved