• რეკლამა
  • კონტაქტი
16:47, კვირა, 2 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არცერთი ნაბიჯით უკან!  დღეს არ გვაქვს უფლება ენის მოჩლექით ვილაპარაკოთ” – კალაძე

ალია ავტორი - ალია
22:30 10-15-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
245

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ზუგდიდში:

მოგესალმებით მეგობრებო, მიხარია ამდენ გულანთებულ ადამიანს რომ ვხედავ!

მივესალმები მესტიას, ფოთს, აბაშას,  სენაკს, ხობს,  მარტვილს, ჩხოროწყუს, წალენჯიხას,

მივესალმები ჩვენს ძვირფას ზუგდიდს და ზუგდიდელებს!!!

სამეგრელო-ზემო სვანეთში, ამ უძველესი ისტორიის მქონე მხარეში, ნათლად იგრძნობა რამხელა კულტურის მატარებელია საქართველო, რა სიმდიდრე გააჩნია მას თავისი ისტორიით, ტრადიციებით და ადათ-წესებით, რითაც ამაყობს თითოეული ღირსეული ქართველი.

მეგობრებო, საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და არც ის არის შემთხვევითი, რომ ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი საგანძური, ღვთისმშობლის კვართი სწორედ აქ, ზუგდიდშია დაცული, როგორც უფლისადმი საქართველოს მარადიული სიყვარულის და ერთგულების სიმბოლო.

ამ მხარეს მთელი თავისი ისტორიის მანძილზე უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნდა, რის გამოც მტრის არაერთი შემოსევის ობიექტი გამხდარა. აქ, ამ მიწაზე ლეგენდა და რეალობა ერთმანეთშია გადაჯაჭვული. ერთი, რაც ზუსტად ვიცით, ასწლეულებია გვებრძვის ხილული თუ უხილავი მტერი და საქართველო უფლის რწმენით, სიბრძნით, გაუტეხელობით, სიცოცხლის ჟინით განაგრძობს არსებობას და განვითარებას.

მეგობრებო, დღესაც ვდგავართ იმ გამოწვევის წინაშე, როდესაც უნდა გადავრჩეთ და უნდა გადავრჩეთ არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ სულიერად, იმ ღირებულებებით, რაზეც დგას ჩვენი სახელმწიფო, შევინარჩუნოთ ჩვენი იდენტობა და გავაგრძელოთ მშვიდობიანი განვითარება.

ჩვენ ყველას გვახსოვს წლების წინ რა მდგომარეობა იყო ქვეყანაში, ფეხქვეშ იყო გათელილი ადამიანის ღირსება. გვახსოვს, როგორ უსწორდებოდნენ განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანებს; გვახსოვს, რა ხდებოდა ბიზნესმენების მიმართ, როგორ არეკეტებდნენ, ართმევდნენ ქონებას; გვახსოვს, ქუჩაში დახვრეტილი ახალგაზრდები;  გვახსოვს, რა ხდებოდა ციხეებში და ჩვენ,  “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” გაძლევთ პირობას, რომ საქართველო არასდროს დაბრუნდება წარსულში.  მხოლოდ და მხოლოდ წინ, გამარჯვებებით, მშვიდობით ვიცხოვრებთ დემოკრატიულ, განვითარებულ, თავისუფალ საქართველოში.

რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნეს რეზოლუაცია, სადაც ღიად საუბრობენ იმაზე, რასაც ადრე კულისებში გვეუბნებოდნენ და ხელების გაგრეხით გვაშანტაჟებდნენ. თუმცა, ყველაფერი ჯერ კიდევ არ უთქვამთ აღნიშნულ რეზოლუციაში, გაბედეს მხოლოდ სანქციებზე საუბარი. გვახსოვს, მოწოდებები, რასაც აჟღერებდნენ  მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, სანქციებზე მიერთებასთან დაკავშირებით. ჩვენ რომ მაშინ შეცდომა დაგვეშვა და გადაგვედგა ნაბიჯი სანქციებზე მიერთებისკენ, ამით ვის დავაზარალებით? ისევ ქართულ სახელმწიფოს, ქართველ ხალხს, ეკონომიკას, მშრომელ ადამიანს.

გვახსოვს მეორე ფრონტთან დაკავშირებით როგორ გვეუბნებოდნენ, გვირჩევნია ბომბები ცვიოდეს ქვეყანაშიო, მაგრამ ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს.

დღეს აქ მდგომ თითოეულ ადამიანს კარგად აქვს გაცნობიერებული, რამხელა პასუხისმგებლობა გვაკისრია ქვეყნის წინაშე. დღეს არ გვაქვს არჩევანი გარდა ერთისა- დავიცვათ მშვიდობა, დავიცვათ ღირსება, დავიცვათ ჩვენი ოჯახების კეთილდღეობა და მხოლოდ განვითარებით შევქმნათ საქართველოს ევროპული მომავალი.

მეგობრებო, არცერთი ნაბიჯით უკან!  დღეს არ გვაქვს უფლება ენის მოჩლექით ვილაპარაკოთ, ყველას და ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი, რადგან თვალხილულია საფრთხე, რის წინაშეც აღმოვჩნდით. დღეს უკვე ღიად გვეუბნებიან,  რომ თურმე  “სამწუხაროა ქართველებისთვის რომ ყველაზე საყვარელი საქართველოაო”; თურმე საქართველო არ უნდა იყოს მისი მოქალაქეებისთვის სამყაროს ცენტრი და მის ბედს არა მოსახლეობა, არამედ გარე ძალები უნდა განაგებდნენ.

მე ერთი რამ მჯერა, ყველასთვის, ვისთვისაც ძვირფასია სამშობლო, კატეგორიულად მიუღებელია ეს დამოკიდებულება, რომ გარედან მართავდნენ ჩვენს ქვეყანას, ერეოდნენ შიდა პოლიტიკურ საკითხებში და ბრძანებებს გასცემდნენ. ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები, გვჭირდება პარტნიორები. ასე ვხედავთ ამ ქვეყნის განვითარებას და მის მომავალს.

კარგახანია ჩვენ მათ უსამშობლო ადამიანები დავარქვით, თუმცა მოღალატეებს, რომლებიც საკუთარ ქვეყანას ყიდიან, სირცხვილის გრძნობა ნამდილად არ გააჩნიათ.

ერთი რამ ზუსტად იცოდეთ, საქართველოს ინტერესები არ გაიყიდება!!! საქართველოს და მისი მოსახლეობის ინტერესები იყო და არის “ქართული ოცნებისთვის” უპირველესი ამოცანა და სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც გაშმაგებული გვებრძვიან გარე ძალები.

მეგობრებო 26 ოქტომბრის არჩევნები არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც ერთმანეთს უპირისპირდება მშვიდობა და ომი, ტრადიციული ფასეულობები და თავსმოხვეული პროპაგანდა, სამშობლოს სიყვარული და უსამშობლობა.

რასაკვირველია, ამ გადამწყვეტ ბრძოლაშიც გაიმარჯვებს საქართველო! გაიმარჯვებს ხალხის ნება! გაიმარჯვებს “ქართული ოცნება”!

26 ჩვენი რიცხვია! გაუმარჯოს საქართველოს!

ღმერთი იყოს საქართველოს მფარველი!

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”
ახალი ამბები

კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”

16:16 07-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved