• რეკლამა
  • კონტაქტი
11:39, სამშაბათი, 13 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„არსებული მდგომარეობიდან რეალური გამოსავალი არის არა რევოლუცია, არამედ ვადამდელი სამართლიანი არჩევნების დანიშვნა“ – მარიამ ჯაში

ალია ავტორი - ალია
19:48 12-02-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
350

„ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, მარიამ ჯაში სოციალურ ქსელში წერს:

„2019 წლის ნოემბერში, ზუსტად 5 წლის წინ, დავტოვე საქართველოს პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი, როგორც კი გამოჩნდა ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების – ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციების იგნორირების პირველი ნიშნები და “ქართულმა ოცნებამ” დემონსტრაციულად ჩააგდო საარჩევნო საკონსტიტუციო რეფორმა.

ბუნებრივია, ჩემი პოზიცია უცვლელია და ყოველთვის ვიამაყებ, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტში ხმა მივეცი საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის ჩანაწერს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაციის ურყევ კურსთან დაკავშირებით.

ვფიქრობ, ჩვენმა საზოგადოებამ ასევე უნდა იცოდეს, რომ კონკრეტულად 78-ე მუხლის დამტკიცებაში განსაკუთრებული როლი შეასრულა გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.

დღეს, აღნიშნული ისტორიული მიზნის ყოველგვარი კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, მათ შორის დროში გადავადება, კონსტიტუციისა და ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებაა.

და ის, რაც რუსთაველზე და არამხოლოდ თბილისში ხდება, ხელისუფლების მიერ ბოლო წლებში დაშვებული შეცდომების შედეგია და უპირველესი პასუხისმგებლობაც მას ეკისრება!

არაჩვეულებრივი ცნებაა, რომ “პოლიტიკა ანაცვლებს ომებს” და ვთვლი, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რუსეთთან სამხედრო გზით ვერ გადაწყდება. მაგრამ რუსეთთან სამხედრო ესკალაციის თავიდან აცილების მართებული მცდელობის ფონზე, ხელისუფლებამ ვერ აგვაცილა არანაკლები საშიშროება – საზოგადოებრივი დაპირისპირება.

დღეს ორივე მხარეს დგას ჩვენი ხალხი და დაპირისპირება უნდა შეწყდეს რაც შეიძლება სწრაფად!

არსებული მდგომარეობიდან რეალური გამოსავალი არის არა რევოლუცია, არამედ ვადამდელი სამართლიანი არჩევნების დანიშვნა მოლაპარაკებების გზით, ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსებისა და დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით.

შექმნილ ვითარებაში, პოლიტიკურად ნეიტრალური მანდატის მიუხედავად, გაეროს მუდმივ წარმომადგენლობას ან გაეროს გენერალური მდივნის მიერ კრიზისულ სიტუაციებში დანიშნულ საგანგებო ელჩს შეუძლია მიუკერძოებელი მედიატორის როლის შესრულება.

რა თქმა უნდა, საქართველოს საპატრიარქოს ასევე უმნიშვნელოვანესი წვლილის შეტანა შეუძლია როგორც დაპირისპირების შეჩერების, ისე სამომავლო მედიაციის ხელშეწყობაში.

განსაკუთრებულ მადლობას გიხდით ყველა თაობას, ახალგაზრდებსა და ჟურნალისტებს გამორჩეულად, ჩემს მეგობრებსა და კოლეგებს, პოლიტიკოსებს, განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, ვინც დღეს გულწრფელად იცავთ საქართველოს უალტერნატივო მომავალს!”

თეგები: მარიამ ჯაში

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“დააბრუნეთ ირაკლი; მის გამო მივეცით “ოცნებას” ხმა; მის სახელს უკავშირდება ევროკავშირთან ყველა აქტივობა” – რას შესჩივიან “ოცნების” ამომრჩევლები ღარიბაშვილს?
ახალი ამბები

“დააბრუნეთ ირაკლი; მის გამო მივეცით “ოცნებას” ხმა; მის სახელს უკავშირდება ევროკავშირთან ყველა აქტივობა” – რას შესჩივიან “ოცნების” ამომრჩევლები ღარიბაშვილს?

20:39 10-12-2026
“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026

ბიზნესი

კომერციული ფართები
ახალი ამბები

10+ იდეა, თუ რა ბიზნესი უნდა გახსნა სხვადასხვა ლოკაციაზე – კომერციული ფართების ლაიფჰაკები

20:33 10-12-2026
ტახტი სათავსოთი
ახალი ამბები

როგორ შევარჩიოთ ტახტი სათავსოთი

18:59 10-12-2026
თიბისიში გზავნილები მომგებიანია – ბრენდმა მომხმარებლებს მორიგი მასშტაბური კამპანია მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისიში გზავნილები მომგებიანია – ბრენდმა მომხმარებლებს მორიგი მასშტაბური კამპანია მოუმზადა

14:13 10-12-2026
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

12:36 10-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved