• რეკლამა
  • კონტაქტი
08:45, სამშაბათი, 29 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა

ალია ავტორი - ალია
14:37 02-14-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
429

ლიდერმა დეველოპერულმა კომპანია „არქიმ“ თბილისში, ორთაჭალაში ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო – ibis Tbilisi City გახსნა. ibis მაღალხარისხიანი და ხელმისაწვდომი სასტუმროების ლიდერი ბრენდის – Accor-ის ჯგუფში შედის, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე 12 სასტუმროს მოიცავს.

აღსანიშნავია, რომ თავად Accor-მა შეაფასა ibis Tbilisi City, როგორც ახალი თაობის სასტუმროდ და მათ მიერ გახსნილ ibis-ის ბრენდის სასტუმროებს შორის ყველაზე თანამედროვე და პრესტიჟულ პროექტად დაასახელა. სასტუმრო გამოირჩევა როგორც ფუნქციურობითა და კომფორტით, ისე ესთეტიური დიზაინით, სადაც განსაკუთრებული გემოვნებითაა შეხამებული ინტერიერის დეტალები და ფერები ერთმანეთთან სრულყოფილი კომფორტის მისაღწევად.

ibis Tbilisi City არქისა და Accor-ის პირველი ერთობლივი პროექტია, სადაც 45 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო და არქის ჰოლდინგში შემავალი კომპანია არქი ჰოსფითალითი მართავს. აღნიშნული პროექტის მიღმა, ლიდერი დეველოპერული კომპანია ისეთი ბრენდული სასტუმროების განხორციელებას გეგმავს, როგორიც სიონში არქის Le Meridien Sioni lake resort & spa არის, სადაც ინვესტიციის სახით 200 მილიონი ლარი ჩაიდო და იდეალურია იმისთვის, რომ
საინვესტიციო ქონება მომგებიან აქტივად აქციოს.

„იბისი“ მსოფლიოში ცნობილი საერთაშორისო ბრენდია. ჩვენ Acor ჯგუფთან ერთად, რომლის მფლობელობაშიცაა “იბისი”, პირველი პროექტი გავაკეთეთ თბილისში. ამ პროექტში 45 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო და უკვე დასაქმებულია 50-ზე მეტი ადამიანი. ეს არის ჩვენი პირველი განაცხადი სასტუმროების მიმართულებით. ჩვენ კიდევ ვგეგმავთ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს მშენებლობას, რომელიცაა სიონის ტბაზე Le Meridien, ქობულეთში Mövenpick და სხვა ბრენდები, რომლებზე ინფორმაციას მომავალში გავავრცელებთ. აქედან გამომდინარე, არქი ცდილობს წვლილი შეიტანოს ქართული ტურიზმისა და სასტუმროების მიმართულების განვითარებაში.“ – ილია წულაია, არქის დამფუძნებელი.

ibis Tbilisi City საერთაშორისო აეროპორტიდან 20 წუთის სავალზე მდებარეობს, დამსვენებლებს კი ევროპული სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს. ისტორიული ადგილმდებარეობა, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, კომფორტზე გათვლილი ნომრები, მულტიფუნქციური სივრცეები შეხვედრებისთვის, მრავალფეროვანი სამზარეულო და სპორტული დარბაზი სასტუმროს იდეალურ ადგილად აქცევს როგორც საქმიანი, ისე ტურისტული მოგზაურობისთვის.

„ჩვენი ჯგუფისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ სასტუმროს გახსნა და ეს უკვე ჩვენი მე-13 სასტუმროა თბილისში. როგორც ნომერ პირველი ბრენდი ბაზარზე, ფაქტობრივად ყველა სეგმენტს ვფარავთ – როგორც ლუქს ისე, საშუალო კლასს. ვფიქრობ ibis Tbilisi City არაჩვეულებრივი მატებაა ქართული ბაზრისთვის, როგორც ახალი პროდუქტი და ახალი ტიპის სასტუმრო, რომელიც იდეალურია არამხოლოდ დასვენებისთვის, არამედ კორპორაციული და ბიზნეს შეხვედრებისთვის.“ – არონ ლიბინსონი – Accor-ის საოპერაციო მიმართულების ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსა და დსთ-ს ქვეყნებში.

ibis Tbilisi City-ში აერთიანებს 156 თანამედროვე და კომფორტული ნომერს Premium, Superior, Double, Twin, and Accessible კლასში. ასევე, სასტუმროში განთავსებულია 4 დიდი მოცულობის, 100-მდე სტუმრის მასპინძლობაზე გათვლილი საკონფერენციო ოთახი, რომლებიც იდეალურია შეხვედრებისა და სპეციალური ღონისძიებებისთვის. სტუმრებს უგემრიელესი მენიუთი ბარ- რესტორანი MARILI უმასპინძლებს, ხოლო ჯანსაღი ცხოვრების რიტმის შესანარჩუნებლად, თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი ფიტნეს დარბაზი მოემსახურება.

       

“მიხარია, რომ ასეთი ინვესტიციები ხორციელდება. აღნიშნული სასტუმრო 156 ნომერზე არის გათვლილი, 50 ადამიანი კი მუდმივად დასაქმებული იქნება. ზოგადად, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ასეთი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია და ძალიან მიხარია, რომ იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, ხორციელდება ასეთი პროექტები, რაც მნიშვნელოვნად ავითარებს ტურიზმის მიმართულებას.“ – კახა კალაძე, თბილისის მერი.

არქის მდიდარ პორტფელში ახლა უკვე იბისიც შედის, სხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო სასტუმროებთან, აპარტოტელებთან და უამრავ დეველოპერულ პროექტებთან ერთად, რომლებიც თბილისში, ბათუმსა და მთის კურორტებზე ხორციელდება.

(R)

თეგები: ibis Tbilisi Cityარქელებიარქი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ახალი ამბები

შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო

17:51 09-28-2026
საქართველოში პირველად, თიბისის მობაილბანკს, გამოწერების ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

საქართველოში პირველად, თიბისის მობაილბანკს, გამოწერების ფუნქციონალი დაემატა

14:03 09-28-2026
iCash.ge-ის სავაჭრო პროგრამა ავტონაწილების მაღაზიებისთვის
ახალი ამბები

iCash.ge-ის სავაჭრო პროგრამა ავტონაწილების მაღაზიებისთვის

13:12 09-28-2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved