• რეკლამა
  • კონტაქტი
10:00, სამშაბათი, 16 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არქი არქელებს სქილვილში სწავლას დაუფინანსებს

ალია ავტორი - ალია
15:49 05-08-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
698

არქიმ საქართველოში ყველაზე მასშტაბურ ონლაინ აკადემია სქილვილთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ამ თანამშრომლობის ფარგლებში არქი ყველა მსურველ არქელს სქილვილში სწავლის საფასურის 50%-ს დაუფინანსებს, რაც ნიშნავს, რომ არქელებს შესაძლებლობა ეძლევათ ნახევარ ფასად შეისწავლონ მომავლის პროფესიები IT მიმართულებით, ციფრული მარკეტინგის მიმართულებით და ასევე, გაიარონ ზოგადი ინგლისურის კურსი.

„არქისთვის არქელებზე ზრუნვა მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ მუდმივად ვაწყობთ მასშტაბურ ღონისძიებებს და ვზრუნავთ არქლების განწყობაზე, იმაზე, რომ თითოეულმა არქელმა თავი ბედნიერად და კომფორტულად იგრძნოს. ამ ეტაპზე ორიენტირი ჩვენი დიდი ოჯახის წევრების განვითარებაზე ავიღეთ და მზად ვართ ყველა მსურველ არქელს სქილვილში კურსის საფასურის 50% დავუფინანსოთ, რაც მათ ახალი პროფესიის დაუფლებაში თუ ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება,“ – აცხადებს არქის გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი.

საქართველოში დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა კომპეტენტური კადრებით ბაზრის დაკმაყოფილებაა. კადრების დეფიციტის პრობლემა კი განსაკუთრებით თვალსაჩინოა IT სფეროში, რომელიც ერთერთ ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიას წარმოადგენს. ამ სფეროს წარმომადგენლებს დასაქმების ფართო შესაძლებლობები ეხსნებათ, როგორც საქართველოში, ასევე უცხოურ ბაზარზე. მნიშნელოვანია, რომ სქილვილის კურსდამთავრებულების 76% უკვე დასაქმებულია.

“Skillwill-ის მიზანია მისცეს საჭირო ცოდნა და უნარები ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც სურს დაიწყოს ახალი კარიერა ან გახდეს უფრო მაღალკვალიფიციური კადრი. ჩვენთვის მნიშნელოვანია, რომ ყველა ადამიანს, განურჩევლად მათი ასაკისა და პროფესიისა მივცეთ შესაძლებლობა ჩაერთოს ჩვენს კურსებში. ამით ერთი მხრივ, კომპანიებს დავეხმარებით კვალიფიციური კადრების მოძიებაში, მეორე მხრივ კი სამსახურის მაძიებელ ადამიანებს მივცემთ შანსს, აკეთონ მომავლის საქმე და ამავდროულად ჰქონდეთ მაღალანაზღაურებადი პროფესია,” – ამბობს სქილვილის აკადემიის გენერალური დირექტორი, გიგი გიორგაძე.

სქილვილის აკადემიაში IT პროფესიების შესასწავლად, მათემატიკური ცოდნა აუცილებელი არაა, მთავარია სურვილი და მონდომება, ისწავლო და შეიძინო ახალი უნარები. არქისთვის არქელებზე ზრუნვა პრიორიტეტულია, ამიტომ კომპანიამ გადაწყვიტა საქართველოში ყველაზე მასშტაბურ ონლაინ აკადემიასთან თანამშრომლობა, რაც არქის დიდი ოჯახის წევრებს ახალ შესაძლებლობებს და კარიერულ ზრდას მოუტანს.

ონლაინ აკადემია სქილვილში IT მიმართულების, ციფრული მარკეტინგისა და უცხო ენის სწავლება თანამედროვე მეთოდებით მიმდინარეობს. სქილვილ აკადემიაში მუდმივად ზრუნავენ იმაზე, რომ სტუდენტებმა გამოიმუშაონ საჭირო უნარები სახლიდან გაუსვლელად და შეიძინონ ახალი კონტაქტები, გაიცნონ სფეროს პროფესიონალები, რაც წარმატებულად დასაქმებისთვის უმნიშნელოვანესი წინაპირობაა.

თეგები: IT პროფესიებიარქელებიარქიონლაინ აკადემიასქილვილის აკადემიასწავლის დაფინანსებატექნოლოგიები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია – თიბისი

15:24 06-15-2026
Tbilisi Open Air – ზაფხულის მთავარი მუსიკალური ფესტივალი ახლოვდება – თიბისი
ახალი ამბები

Tbilisi Open Air – ზაფხულის მთავარი მუსიკალური ფესტივალი ახლოვდება – თიბისი

13:05 06-15-2026
ლარის კურსი და კონვერტაცია
ახალი ამბები

ლარის კურსი და კონვერტაცია – რა ღირს ლარი 15 ივნისამდე?

20:00 06-14-2026
დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved