• რეკლამა
  • კონტაქტი
17:55, კვირა, 20 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არის თუ არა საქართველო ომის საფრთხის წინ? – “პუტინი მოიგებს – განწირულია, წააგებს – განწირულია” – გრიგოლა ვაშაძე

ალია ავტორი - ალია
03:35 03-28-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
18,027

ოპოზიციონერი დეპუტატი, გრიგოლ ვაშაძე “პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტ-ქალაქში” წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვას, თუ რამდენად ხედავს საქართველოში კიდევ ერთხელ ომის დაწყების საფრთხეს, ასე პასუხობს:

“ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე ჩვენი მოკავშირე და უკვე სისხლით დაკავშირებული ძმები – უკრაინელები როგორ გამოვლენ ამ ომიდან. ის, რაც დღეს რუსეთის ფედერაციას უკრაინაში მოსდის, ის რომ უამრავი ძალოსანი პოლიტიკური არენიდან საერთოდ გაქრა და პუტინი მათ არც ახსენებს და ვირტუალურადაც კი არ აჩვენებენ, მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთის ყველა გათვლა უკრაინაში აღმოჩნდა მცდარი: რომ რუსეთს ჰყავს 21-ე საუკუნის არმია, რომ უკრაინელები და რუსები ერთი ერი არიან, ერთმანეთთან ჩახუტებაში, მხოლოდ ნაციონალისტები და ბანდეროველები უშლიან ხელს, ის რომ არავითარი პროდასავლური კურსი უკრაინის მოქალაქეს არ უნდა და ერთადერთი, რაც უნდა, არის რუსეთის სამყაროსთან მიერთება.

თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები იმ გმირულ ბრძოლას გააგრძელებენ, რომელსაც ისინი ახორციელებენ, ეს ერთი საკითხია. თუ ღმერთმა დაიფაროს და ეს ასე არ მოხდა, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ეს ესე არ მოხდება, უკრაინამ უკვე დაამტკიცა, რომ არაფრის დათმობას არ აპირებს, მაშინ ძალიან მძიმე იქნება. ამიტომ, ომი არ ვიცი, მაგრამ ასე თუ ისე, თუ რუსეთისთვის ეს სასიკეთოდ დამთავრდა ულტიმატუმს უნდა ველოდოთ. ულტიმატუმს, რასაც ისინი უკრაინიდან გამოიტანენ სარკისებურად.

ჩვენთვის ე.წ. ნეიტრალიტეტზე დათანხმება აბსოლუტურად ყოველგვარი უსაფრთხოების გარანტიების გარეშე დარჩენას ნიშნავს და იმ პირობებში, როდესაც ჩვენი ფინელი მოკავშირეებისთვის შეურაცხმყოფელი სიტყვა ფინლანდიზაციაც კი, სამოთხედ მოგვეჩვენება. ეს ფაქტობრივად იმ გავლენის სფეროში და რკინის ფარდის იქით დარჩენას ნიშნავს. ამ პირობებში, დღეს იმისათვის, რომ ეს ასე არ მოხდეს, ჩვენი დიპლომატია ჩვენს მოკავშირეებთან დღე და ღამე უნდა მუშაობდეს, რომ უკვე ყველა სცენარი გათვლილი იყოს და ყველა შედეგისთვის მზად ვიყოთ.

პუტინისთვის ხომ გასაგებია, მოიგებს – განწირულია, წააგებს – განწირულია. მოგების შემთხვევაში იმიტომაა განწირული, რომ სანამ პუტინი და მისი დამქაშები კრემლის ბინადრები არიან, ეს სანქციები არასდროს მოიხსნება”

თეგები: გრიგოლ ვაშაძერუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

13:59 09-18-2026
მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი
ახალი ამბები

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი

13:56 09-18-2026
ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved