• რეკლამა
  • კონტაქტი
14:54, კვირა, 25 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არგენტინა, დიდი ბრიტანეთი და ფოლკლენდის კუნძულები – რა არგუმენტები აქვთ მხარეებს და როგორია ხალხის ნება? – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
18:18 09-03-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
გიორგი კობერიძე
Facebook-ზე გაზიარება
295

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:

ნახავდით, არგენტინის მხრიდან ბრიტანეთზე დიპლომატიურ და ვერბალურ წნეხს ფოლკლენდის კუნძულების შესახებ. აუცილებელია ვიცოდეთ რამდენიმე დეტალი ამ კუნძულების შესახებ. სიტუაციას განსაკუთრებულ დაძაბულობს სძენს არგენტინის პრეზიდენტ ხავიერ მილეის ფაქტორი, რომელიც ტრამპის ღია მოკავშირეა და მეგობარია. ტრამპის დამოკიდებულება ბრიტანეთისადმი კი ბოლო ხანებში ნამდვილად არაა დადებითი.

ფოლკლენდის კუნძულებზე არასდროს უცხოვრია რაიმე ძირძველ, აბორიგენულ მოსახლეობას, რომლის ჩაგვრაც ან კოლონიზაციაც ბრიტანეთის იმპერიას შეიძლებოდა დაბრალებოდა. 1833 წლიდან მოყოლებული, თაობების განმავლობაში, იქ ჩამოყალიბდა მკაფიო თვითმყოფადობის მქონე ბრიტანული საზოგადოება.

ბრიტანეთის ისტორიული და სამართლებრივი პოზიცია ემყარება პირველაღმოჩენის პრეტენზიას, უწყვეტ სამართლებრივ მემკვიდრეობას. ისტორიოგრაფია კუნძულების პირველ დადასტურებულ აღმოჩენას ინგლისს უკავშირებს. ამასთან, პირველი დოკუმენტირებული ფეხის დადგმა ხმელეთზე 1690 წელს კაპიტანმა ჯონ სტრონგმა განახორციელა.

1766 წელს, ბრიტანელებმა იქ პირველი მუდმივი დასახლება და სამხედრო გარნიზონი დააარსეს, ტერიტორიაზე კი ბრიტანეთის სუვერენიტეტი გამოაცხადეს. მანამდე ფრანგული დასახლებაც არსებობდა, თუმცა საფრანგეთს სუვერენიტეტი არ გამოუცხადება და მალე დატოვეს იქაურობა და ესპანეთს გადასცეს ნასახლარი.

არგენტინის პრეტენზიები ეფუძნება მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში ესპანეთის კოლონიურ მემკვიდრეობას: 1774 წელს ბრიტანელებმა დატოვეს კუნძულზე არსებული თავიანთი ფორპოსტი რადგან ამერიკაში რევოლუცია მიმდინარეობდა და ჯარი სჭირდებოდათ იქ, რის შემდეგაც ესპანეთი დროებით გაბატონდა კუნძულზე, თუმცა ბრიტანელებს ტერიტორიაზე უარი არასდროს უთქვამთ და თავიანთ სუვერენიტეტად აცხადებდნენ სულ. საბოლოო ჯამში, 1811 წელს ესპანელებმაც მიატოვეს კუნძული.

ბუენოს-აირესის ხანმოკლე მცდელობა 1820-1832 წლებში, დაემკვიდრებინა კონტროლი, ბრიტანეთის მიერ თავიდანვე განიხილებოდა როგორც არალეგიტიმური ანექსია, რის გამოც ლონდონმა 1829 წელს ოფიციალური საპროტესტო ნოტა გაუგზავნა არგენტინას.

რაც მთავარია, 1833 წელს სამეფო ფლოტის მოსვლის შემდეგ არ მომხდარა სამოქალაქო მოსახლეობის ეთნიკური წმენდა ან გაძევება: ბრიტანელებმა მოითხოვეს მხოლოდ არგენტინული სამხედრო გარნიზონის წასვლა, ხოლო იქ მყოფ მშვიდობიან მცხოვრებლებს, მესაქონლეებსა და გაუჩოებს შესთავაზეს დარჩენა, რაზეც უმრავლესობა დათანხმდა.

მიტაცების ხანმოკლე მცდელობას, ეწინააღმდეგება თანამედროვე საერთაშორისო წესრიგის უმთავრეს ფუნდამენტს – ტერიტორიული მთლიანობისა და თვითგამორკვევის უფლებას: ორივე შემთხვევაში ბრიტანული პოზიცია უფრო მყარია.

არგენტინულ რიტორიკაში გამუდმებით იგნორირებულია უმთავრესი ფაქტორი: თავად კუნძულელების ნება. 2013 წლის რეფერენდუმზე, სადაც აქტივობამ 92% შეადგინა, მოსახლეობის 99.8%-მა ცალსახად დაუჭირა მხარი ბრიტანეთის შემადგენლობაში დარჩენას.

ბუენოს-აირესის ლოგიკით კი გამოდის, რომ ტერიტორია უნდა გადაეცეს სახელმწიფოს მოსახლეობის სურვილის საწინააღმდეგოდ.

1982 წლის ომმა მსოფლიოს უკვე მისცა მძიმე გაკვეთილი. როდესაც გენერალ გალტიერის სამხედრო ხუნტამ საკუთარი რეჟიმის გადასარჩენად სამხედრო ავანტიურა წამოიწყო ამით არამხოლოდ ფოლკლენდის საკითხი დადგა ომის ქვეშ, არამედ დაპყრობის პრეცედენტის შეეშინდა ყველას. მაშინ არგენტინა დამარცხდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved