• რეკლამა
  • კონტაქტი
19:07, ხუთშაბათი, 3 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება – პრესკონფერენცია წინანდალში

ალია ავტორი - ალია
18:23 09-03-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის ოფიციალურ გახსნამდე ისტორიულ მამულში ტრადიცული პრესკონფერენცია გაიამრთა, სადაც მონაწილეებმა წლევანდელი სეზონის  მასშტაბზე და სიახლეებზე ისაუბრეს.

ფესტივალის მე-8 სეზონი 23 დაუვიწყარ კონცერტს შესთავაზებს სტუმრებს. ღონისძიებას ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი პანკავკასიურ ორკესტრთან და მაესტრო ჯანანდრეა ნოზედასთან ერთად გახსნის. დასკვნით კონცერტზე მსმენელის წინაშე წარსდგება პიანისტი დავით ხრიკული. პანკავკასიურ ორკესტრს მაესტრო ნიკოლაი შეპს-ცნაიდერი უდირიჟორებს.

წინანდლის ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი კომპანია სილქნეტია.  უკვე მე-8 სეზონია  კომპანია ხელს უწყობს  კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას, ახალგაზრდა მუსიკოსების მხარდაჭერასა და შემოქმედებითი კავშირების დამყარებას.

„მოხარული ვარ, რომ წინანდლის ფესტივალი უკვე მერვედ გაიხსნა. ტრადიციულად, ჩვენ გვერდითაა მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა და არაერთი მსოფლიო ვარსკვლავი. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელებს, ავი შოშანის და მარტინ ენგსტრომს ასეთი შესანიშნავი ღონისძიებისთვის. მადლობა ასევე ჩვენს ყველა სპონსორს. ფესტივალის განმავლობაში სტუმრებს არაერთი შესანიშნავი კონცერტი და შთამბეჭდავი ღონისძიება ელოდება. წელს აღინიშნება საქართველოში ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი, მთელი ქვეყანა ზეიმობს ამ თარიღს და ჩვენც მივუძღვნით განსაკუთრებულ ღონისძიებას. იმედი მაქვს, რომ სტუმრები ფესტივალის თითოეული დღით ისიამოვნებენ.

ერთ მნიშვნელოვან სიახლესაც შევეხები: შარშან დავაანონსეთ და მთელი წლის განმავლობაში ინტენსიურად ვმუშაობდით ახალ პროექტზე, რომელიც უკვე მზადაა. ფესტივალის ტერიტორიაზე აშენდება მესამე საკონცერტო დარბაზი, რომელიც სასტუმროს უკან, ვენახების ტერიტორიაზე განთავსდება. სამუშაოები ფესტივალის დასრულებისთანავე დაიწყება და, ჩვენი ვარაუდით, არაუგვიანეს 2029 წლისა, ფესტივალს მესამე საკონცერტო დარბაზიც შეემატება.” განაცხადა სილქნეტის და წინანდლის ფესტივალის დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა

ჯანანდრეა ნოზედა – ფესტივალის მუსიკალური დირექტორი:

“ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ნაწილად მივიჩნევ წინანდლის ფესტივალს. ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს ის, რომ ყოველწლიურად ვითარდება პროექტი და უფრო და უფრო მაღალ დონეს აღწევს. გაიზარდა მუსიკოსების ჩართულობა, რაშიც დიდი წვლილი შეაქვს მაესტრო კლაუდიო ვანდელის. არჩევს საუკეთესოებს ორკესტრისთვის შავი ზღვის და კასპიის ზღვის რეგიონებში. მათი მონაწილეობა აძლიერებს ფესტივალს. ყველას დიდი მადლობა, ვინც შემოუერთდა ამ მნიშვნელოვან იდეას, რასაც ახალგაზრდების ფრთების გაშლა ჰქვია”.

პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი ფესტივალის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია, რომელიც  აერთიანებს დამწყებ ნიჭიერ მუსიკოსებს 8 მეზობელი ქვეყნიდან. მათ შორის არიან ახალგაზრდა შემსრულებლები საქართველოდან. ფესტივალის მე-8 სეზონზე ორკესტრი ოთხ კონცერტს გამართავს.

დავით საყვარელიძე – ფესტივალის გენერალური დირექტორი

“სულ რამდენიმე საათი რჩება ფესტივალის დაწყებამდე. უკვე მერვე სეზონია ძალიან დიდ სამუშაოს ატარებენ ფესტივალის სამხატვრო და პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის ხელმძღვანელები, მენეჯერები. ამ ხნის განმავლობაში წინანდლის ფესტივალს ბევრი მეგობარი შემოუერთდა. სილქნეტი იყო პირველი, სილქნეტის გარეშე წარმოუდგენელია წინანდლის ფესტივალი და მისი დამსახურებით და უწყვეტი მხარდაჭერით ფესტივალმა ამდენი გულშემატკივარი შეიძინა. მრავალწლიან მხარდაჭერებს შორის არის “თიბისი ბანკი”, Lexux, Mastercard-ს ქართული წარმომადგენლობა, „ანაგი“, ასევე INVIA, კოკა-კოლა, დიდი წვლილი შეაქვს Steinway & Sons Georgia-ს, მათი დამსახურებაა ვარსკვლავური შემსრულებლების ჩვენს ფესტივალზე მხარდაჭერა. წელს გენერალური სპონსორი შემოგვემატა სილქ დეველოპმენტის სახით.  დიდი მადლობა მათ ყველას.”

წლევანდელი სეზონის საფესტივალო პროგრამა განსაკუთრებით მრავალფეროვანია და მასში 300-ზე მეტი მუსიკოსია ჩართული.  სცენაზე ვიხილავთ თბილისის ოპერისა და ბალეტის გუნდს. ამფითეატრის სცენა ტრადიცულად დაეთმობა ნაციონალურ ბალეტს „სუხიშვილები“. ფესტივალზე განსხვავებული ფორმატით იქნება წარმოდგენილი  ჟორჟ ბიზეს „კარმენი“. დმიტრი კრიმოვის დადგმაში ანიტა რაჭველიშვილი, ნიკა ლაგვილავა, მიხეილ შეშაბერიძე და ანა ფალავანდიშვილი მონაწილეობენ.

მდიდარი ისტორიის მქონე წინანდლის მამული კვლავ რჩება საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრად, რომელიც თანამედროვე ხელოვნებისა და საგანმანათლებლო ინიციატივების განვითარებას ემსახურება.

(R)

თეგები: წინანდლის ფესტივალი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება – პრესკონფერენცია წინანდალში
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება – პრესკონფერენცია წინანდალში

18:23 09-03-2026
სტომატოლოგიური ლაიფჰაკები
ახალი ამბები

​რატომ არ უნდა გამოვივლოთ წყალი კბილის გახეხვის შემდეგ? – სტომატოლოგიური ლაიფჰაკები

14:54 09-03-2026
სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?
ახალი ამბები

სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?

09:00 09-03-2026
სამედიცინო ინვენტარი
ახალი ამბები

რატომ არის ჟანგბადის ბალონის სწორად შერჩევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი? – სამედიცინო ინვენტარის ქირაობა

21:48 09-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved