• რეკლამა
  • კონტაქტი
18:20, სამშაბათი, 13 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არესტოვიჩი, დანილოვი, კულება, გონჩარენკო, ზელენსკიც ზოგჯერ ფსიქიატრიულის პაციენტებს ჰგვანან, მაგრამ ფაქტია, თვენახევარში კბილები ჩაუმტვრიეს რუსულ სამხედრო მანქანას…” – ოთარ ფანცულაია

ალია ავტორი - ალია
20:08 04-08-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
9,412
დევნილთა პოლიტიკური თანამშრომლობის ცენტრის” დამფუძნებელი  ოთარ ფანცულაია:
“გულწრფელად გეტყვით, ზოგჯერ მეუფლება განცდა, რომ ყველა უმწიფარმა დილეტანტმა უკრაინის ხელისუფლებაში მოიყარა თავი.. არესტოვიჩი, დანილოვი, კულება, გონჩარენკო.. ჰო, ზელენსკიც.. თავიანთი მოურიდებელი პირდაპირობით და წარმოუდგენელი უტაქტობით ზოგჯერ ფსიქიატრიულის პაციენტებს ჰგვანან..
მათ გაპრავებას არ ვაპირებ..
უბრალოდ სხვა მხრიდანაც შეიძლება მათი პორტრეტის დახატვა…
უნდა ვაღიაროთ, რომ მხოლოდ ასეთი ცხელთავიანი გიჟების გუნდი გაბედავდა რუსეთთან პირისპირ შებრძოლებას.. მხოლოდ მათნაირი გიჟების ხელით იყო შესაძლებელი რუსული ფაშიზმისთვის ჭკუის სწავლება.
ჩემნაირი საუკუნით ადრე დაიწყებდა ეკონომიკის, პოლიტიკური და სამართლებრივი სისტემის დალაგებას, ჯარის სათანადო კონდიციებამდე მომზადებას, მოქნილი, პროაქტიული და მიზანმიმართული პოლიტიკით ეცდებოდა საწადელის მიღწევას, წინ დავიყენებდი ვეფხვებს და იმათ შევაჭმევინებდი ტურტლიან დათვს..
მათ სხვა გზა აირჩიეს, გიჟური, აუხსნელი, ანტიპოლიტიკური, ანტიმეცნიერული, მაგრამ ფაქტია, რომ მათ შეძლეს უკრაინელი ერის და ცივილიზებული სამყაროს მობილიზება რუსეთის წინააღმდეგ… ფაქტია, რომ ამ თვენახევარში კბილები ჩაუმტვრიეს რუსულ სამხედრო მანქანას.. ახლა რუსები უკრაინელთა შემჩერებლები აღარ არიან.
რა სისულელეც არ უნდა წამოროშონ დღეს, თუკი ომს საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანენ, ისინი ხვალ ნამდვილ გმირებად იქცევიან. მერე კი ვიტყვით – მართლები ყოფილან! როგორ შეიძლება ამდენჯერ შეცდე და რუსეთს ომი მოუგო? ხომ წარმოუდგენელია? თანაც – გამარჯვებულებს არ ასამართლებენ!
აგერ, აშშ-ს სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი ლენდ-ლიზის შესახებ, რითაც ფაქტობრივად ომში ღიად ჩაერთო! აქ ბაფეტის სიტყვები მახსენდება – “არასოდეს დადოთ ფსონი აშშ-ს წინააღმდეგ!”.
ისტორიას უყვარს გმირები, ისეთები, როგორებიც აზოვის ბატალიონის ბიჭები არიან.. ისინიც გიჟები არიან.. დღეს მათი სისხლით უკრაინა თანამედროვე ისტორიას წერს.. რუსული ფაშიზმის მარცხის ისტორიას.”
თეგები: ოთარ ფანცულაიარუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved