მსოფლიოს ცნობილ ქალაქებს თუ დააკვირდები, თითქმის ყველა მათგანს აქვს ადგილი, რომელიც ქალაქის მიზიდულობის ცენტრია — უბანი, სადაც ყოველთვის გინდა დაბრუნება, რომელსაც მოგზაურობისას აუცილებლად ნიშნავ შენს კალენდარში და სადაც ცხოვრება სრულიად განსხვავებული გამოცდილებაა.
ახლა წარმოიდგინე, რომ ასეთი მსოფლიო დონის ახალი უბანი თბილისში იქმნება.
ცოტნე დადიანის ქუჩა 32 – Archi Grand Avenue-ს მისამართია. ადგილი, სადაც თბილისის ახალი ცენტრი იქმნება.
იქ, სადაც წლების განმავლობაში ვაგონმშენებელი ქარხანა და ინდუსტრიული ნაგებობები ქალაქის სხვა ეპოქის ისტორიას ინახავდა, სრულიად ახალი ურბანული სამყარო გაჩნდება. სივრცე, სადაც არქიტექტურა ბუნებას ერწყმის, ლანდშაფტი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი ხდება, ტექნოლოგია, კულტურა, ბიზნესი და ადამიანური ურთიერთობები კი ერთ სივრცეში ერთიანდება.
Archi Grand Avenue „ქალაქი ქალაქში“ კონცეფციით იქმნება, თუმცა მისი ამბიცია უფრო დიდია — გახდეს ადგილი, რომელსაც საკუთარი ხასიათი, ტემპი და ცხოვრების სტილი ექნება.
ტერიტორიის 75% გამწვანებასა და რეკრეაციულ სივრცეებს დაეთმობა. პროექტზე საერთაშორისო პროფესიონალების მთელი თანავარსკვლავედი მუშაობს — Wei Yap Ooi Architects, Benoy, Alkaş & Han Spaces, Chapman Taylor-ის Madrid Studio და ავსტრალიური კომპანია OCULUS. მსოფლიოს წამყვანი არქიტექტორებისა და ლანდშაფტის სპეციალისტების ხედვით, აქ ბუნება მხოლოდ დეკორაცია აღარ იქნება – ის არქიტექტურისა და ყოველდღიური ცხოვრების სრულფასოვანი ნაწილი გახდება.
აქ იქნება სპორტული ინფრასტრუქტურა, გასტრონომიული ჰაბი, ტექნოლოგიური და საერთო სამუშაო სივრცეები, ჰილტონის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, სკოლა, საბავშვო ბაღი და მრავალფეროვანი საზოგადოებრივი სივრცეები.
ახალი სიცოცხლე ექნება ძველ ვაგონმშენებელ ქარხანასაც. შენობა საკუთარ ისტორიას შეინარჩუნებს, თუმცა ახალ დროში ახალი ფუნქციით დაბრუნდება. ინდუსტრიული მემკვიდრეობა თანამედროვე კულტურულ და სოციალურ მიზიდულობის ადგილად გარდაიქმნება და წარსულსა და მომავალს შორის ერთგვარ ხიდს შექმნის.
სწორედ ამ ტრანსფორმაციის ისტორიას გვიყვება Archi Grand Avenue-ის ახალი პოდკასტი – „როგორ იქმნება ქალაქის ახალი ცენტრი“.
ექვს ეპიზოდში პროექტის ავტორები, პარტნიორები და სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები გვიყვებიან არა მხოლოდ იმას, რა შენდება, არამედ იმასაც, როგორი ქალაქი და ცხოვრების სტილი იქმნება ამ ყველაფრის უკან.
პირველი ეპიზოდი იწყება კითხვით, რომლითაც ხშირად დიდი იდეები იწყება: როგორ გაჩნდა ქალაქის ახალი ცენტრის შექმნის იდეა?
პოდკასტის პირველი სტუმარია ილია წულაია, Archi-ის დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც გვიყვება პროექტის ხედვაზე, მის უკან არსებულ დაუღალავ შრომასა და ქალაქის ახალ ცენტრზე, სადაც ათასობით ადამიანის ცხოვრების ახალი თავგადასავალი დაიწყება.
და თუ გაინტერესებს, რატომ ღირს Grand Avenue-ის სიახლეებისთვის თვალის დევნება, ერთი ფაქტიც საკმარისია: გასულ წელს, არქის დიდი ფასდაკლების დღეს, მხოლოდ 5 საათში 644 ბინა გაიყიდა და რეგიონის მასშტაბით რეკორდული შედეგი დაფიქსირდა.
პროექტმა დიდი ინტერესი მისი წარდგენისთანავე გამოიწვია და თანაინვესტორებად ქართული სპორტული სამყაროს წამყვანი სახეებიც შემოუერთდნენ – ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მამარდაშვილი და თორნიკე შენგელია.
აღმოაჩინე პოტკასტი ქალაქის ახალი ცენტრის შესახებ და დაელოდე შენს შესაძლებლობას, რომელიც აღარ განმეორდება.
(R)











კომენტარები