• რეკლამა
  • კონტაქტი
04:54, ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არჩევნების დღეს PACE-ის დამკვირვებლების მანქანა კუნთმაგარმა კაცების ჯგუფმა გაანადგურა – სკანდალური ანგარიში

ალია ავტორი - ალია
18:19 12-24-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
217

სკანდალური ანგარიში – PACE-ს სადამკვირვებლო მისიის მომხსენებლის შეფასებით, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გამოირჩეოდა პოლიტიკური და მედია გარემოს მაღალი პოლარიზებით, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ სიძულვილის ენით და ღრმა ანტაგონიზმით. დელეგაცია განსაკუთრებით შეშფოთებულია ორგანიზებული დაშინების ფართოდ გავრცელებული პრაქტიკით, განსაკუთრებით სოფლად და მმართველი პარტიის საჯარო განცხადებებით ძირითადი ოპოზიციის აკრძალვაზე.

ანგარიშში, სხვადასხვა საარჩევნო დარღვევების გარდა, საუბარია უშუალოდ PACE-ს სადამკვირვებლო მისიის მანქანაზე თავდასხმაზე.

„სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბეში მდებარე საარჩევნო უბანზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გუნდის დაკვირვების დროს მიუღებელი ინციდენტი მოხდა. საარჩევნო უბნის გარეთ, გუნდის მანქანა მიზანმიმართულად გაანადგურა დაახლოებით 40 კუნთმაგარი და არამეგობრული ადამიანის ჯგუფმა. დახვრეტილ იქნა საბურავები. შემდეგ უკვე დაზიანებული მანქანისთვის ძველი ავტომობილის განზრახ დაჯახებით, დამნაშავეები ცდილობდნენ, დაზიანება ავარიის შედეგად წარმოეჩინათ“, — ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, დასკვნები აჩენს შეშფოთებას არჩევნების შედეგების სისწორეზე, კერძოდ, ასახავს თუ არა არჩევნების შედეგები რეალურად ამომრჩეველთა ნებას.

კერძოდ შედეგების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დააყენა ისეთმა საკითხებმა, როგორიცაა.

  • კენჭისყრის ფარულობის დარღვევა, რაც დაფიქსირდა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ მონახულებული საარჩევნო უბნების თითქმის მეოთხედში;
  • სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიზება;
  • ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება მმართველი პარტიის სასარგებლოდ;
  • ფართოდ გავრცელებული დაშინება და ზეწოლა აქტივისტებსა და ამომრჩევლებზე;
  • „დიდი ძმა გითვალთვალებს“ ატმოსფერო საარჩევნო უბნებზე, რაც გამოიხატა მმართველი პარტიის მიერ კამერების დამონტაჟებაში;
  • დემოკრატიული უკანდახევა ბოლოდროინდელი კანონმდებლობებით.
  • PACE-ს დელეგაცია კატეგორიულად მოუწოდებს ხელისუფლებას, მოაგვაროს აღნიშნული საკითხები, რადგან მათ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ საარჩევნო პროცესებში ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობისთვის.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) ზამთრის სესიაზე, 25 იანვარს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების ანგარიშს განიხილავს.

საპარლამენტო ასამბლეის დაკვირვების შესახებ მოხსენება 28 ნოემბერს მომზადებულია იულიან ბულაის (რუმინეთი, ALDE) მიერ, რომელიც ხელმძღვანელობდა ასამბლეის 32-კაციან, მრავალპარტიულ სადამკვირვებლო დელეგაციას 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე.

ანგარიში კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს.

„ჩვენი დასკვნები, დაფუძნებული წინასაარჩევნო კამპანიისა და არჩევნების დღის დაკვირვებებზე, ასევე არჩევნების შემდგომ ადგილობრივი დამკვირვებლების სანდო და თანმიმდევრულ მოხსენებებზე, შეშფოთებას აჩენს არჩევნების შედეგების სისწორეზე, კერძოდ, ნამდვილად ასახავს თუ არა არჩევნების შედეგები ამომრჩეველთა ნებას. გარდა ამისა, სერიოზული ეჭვები არსებობს,  საარჩევნო გარემო უზრუნველყოფდა თუ არა აუცილებელ პირობებს სამართლიანი არჩევნებისთვის, რაც ამომრჩევლებს საშუალებას მისცემდა, გაეკეთებინა ინფორმირებული არჩევანი დაშინებისა და ზედმეტი ზეწოლის გარეშე. ეს აისახა ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების პასუხში, რომლებმაც გამოხატეს ღრმა უნდობლობა როგორც შედეგების, ისე ინსტიტუტების მიმართ და განაგრძობენ არჩევნების შედეგის არაღიარებას“, — ნათქვამია ანგარიშში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
ახალი ამბები

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია

14:31 07-21-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალი: პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი მე-8 სეზონზე ოთხი კონცერტით წარდგება

14:02 07-21-2026
ეპილაცია
ახალი ამბები

ალექსანდრიტი, დიოდი, თუ ნეოდიუმი? – მითები და სიმართლე ეპილაციის ტიპებზე

14:49 07-20-2026
თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად

14:01 07-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved