• რეკლამა
  • კონტაქტი
09:50, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არჩევანი მარტივია: საქმის მკეთებელთა გუნდი ან ფულის მკეთებელთა გუნდი – სტრატეგია აღმაშენებელი დღეს პარტიულ სიას წარადგენს

ალია ავტორი - ალია
12:20 10-03-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

“სტრატგია აღმაშენებელი” დღეს 15:00 საათზე პარტიულ სიას წარადგენს. როგორც გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა სიაში ახალი სახეებინიქნებიან, რომლებიც ორიენტირებულნი არიან ქვეყნის განვითარებისთვის. 

„დღეს ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. „სტრატეგია აღმაშენებელი“ წარმოვადგენთ ჩვენს გუნდს. ეს არის საქმის მკეთებელთა გუნდი, თითოეული მათგანი შერჩეულია რამდენიმე კრიტერიუმით: პროფესიონალიზმი, პატიოსნება, სუფთა წარსული და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სამშობლოს სიყვარული. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც გადადგეს ნაბიჯი პოლიტიკაში იმისათვისათვის, რომ მიიღონ ქვეყნის აღმშენებლობაში მონაწილეობა. ზოგიერთ მათგანს თქვენ უკვე იცნობთ და ბევრს დღეს გაიცნობთ, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ეს არის ის ახალი ენერგია, რომელიც სჭირდება დღეს ქართულ პოლიტიკას, ქვეყნის აღმშენებლობას და ჩვენ დღეიდან ვიწყებთ ჩვენს კამპანიას. თითოეულ მოქალაქეს აქვს არჩევანი: საქმის მკეთებლების გუნდი თუ ფულის მკეთებელების გუნდი. დიახ, ეს არის არჩევანი „სტრატეგია აღმაშენებელსა“  და „დამსხვრეული ოცნებების“ პარტიას შორის ეს ფუნდამენტური განსხვავებაა, ჩვენ მოვდივართ საქმით, საქმის კეთებაზე და იმ პრობლემების და გაჭირვების დამარცხებაზე ვართ ორიენტირებულნი, რაც ქვეყანაშია. დიახ ამბიციური გეგმებით მოვდივართ და მეორე მხარეს არის „დამსხვრეული ოცნებების“ პარტია, რომელიც აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობას, რომელმაც არც ერთი დაპირება არ შეასრულა, ერთადერთი, რაც მათ გააკეთეს ფულია, გამილიონერდნენ და გამდიდრდნენ, ამიტომ არჩევანი მარტივია  საქმის მკეთებელთა გუნდი თუ ფულის მკეთებელთან გუნდი. მე მინდა გულწრფელად ვუთხრა თითოეულ მოქალაქეს, რომ დღეს ჩვენ პრინციპული გადაწყვეტილება მივიღეთ. თქვენ ვერ ნახავთ აქ პოლიტიკურ სახეებს, რომლებიც დიდი ხანია არიან პოლიტიკაში, იმიტომ რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ მთავარი მიზანია ახალი თაობის პროფესიონალებს გაუხსნას გზა პოლიტიკისკენ და ქვეყნის აღმშენებლობისკენ. სწორედ ეს სჭირდება იმ უამრავ პრობლემას, რაც დღეს ქვეყანაშია და სწორედ ამით ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხებთ სიღარიბეს და დავიწყებთ აღმშენებლობას. საქართველოს აქვს საოცარი პერსპექტივა და ამ პერსპექტივისთვის აუცილებელია, რომ პროფესიონალები იყვნენ ხალხის სამსახურში. „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი, ეს არის საქმის მკეთებელთა გუნდი, რომელიც მზად არის ემსახუროს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და მოაგვაროს მათი პრობლემები“ – გიორგი ვაშაძე

თეგები: გიორგი ვაშაძესტრატეგია აღმაშენებელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved