• რეკლამა
  • კონტაქტი
16:44, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არავითარი პრო-ქართული ელემენტები იქ ამ ეტაპზე არ არსებობს” – რა ხდება რეალურად ოკუპირებულ აფხაზეთში?

ალია ავტორი - ალია
15:05 11-16-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,050

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:

ალბათ თვალს ადევნებთ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს, სადაც ე.წ. “რუსული ინვესტიციების” კანონის წინააღმდეგ გამოსულმა დემონსტრანტებმა ე.წ. “მთავრობის” ადმინისტრაციაზე შტურმი მოაწყვეს, ხოლო პარლამენტში ფანჯრები დაამსხვრიეს. კანონი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების მხრიდან ტერიტორიების შეძენასა და ბიზნესის წარმოების თავისუფლებას გულისხმობს, რაც ფაქტობრივი კოლონიალიზმისა და ანექსიის პროცესია. ეს პროცესი კი დაწყებულია.

მაგრამ აუცილებელია აღინიშნოს ორი რამ, რის გარეშეც ამ დემონსტრაციების გააზრება ვერ მოხდება:

1. დემონსტრანტები კანონს იმ სარჩულით ეწინააღმდეგებიან, თითქოს რუსეთში მცხოვრები, რუსეთის მოქალაქეობის მქონე ეთნიკურად ქართული მოსახლეობა აფხაზეთში მიწებს შეიძენს და შემდეგ ნელ-ნელა დაუბრუნებს მას საქართველოს. გუშინ დებატებს ვუყურებდი, სადაც სეპარატისტების ერთ-ერთი წარმომადგენელი მეორეს ეკამათებოდა, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილი რუსეთის მოქალაქეა და მიწებს შეიძენს აფხაზეთშიო. მარტივად რომ ვთქვათ, დემონსტრაციებს მაინც ანტიქართული სარჩული აქვს და არავითარი პრო-ქართული ელემენტები იქ ამ ეტაპზე არ არსებობს.

2. სეპარატისტების ოპოზიციაცა და ხელისუფლებაც ორივე პრო-რუსულადაა განწყობილი. დემონსტრანტები “რუსეთი-რუსეთი” გაჰყვირიან და თვითგამოცხადებული ლიდერის, ასლან ბჟანიას მოშორებას ისევ რუსულად, მოსკოვის დახმარებით ითხოვენ. ოკუპირებულ აფხაზეთში კლანები ერთმანეთს ძალაუფლებისათვის უპირისპირდებიან, თორემ რუსეთის წინააღმდეგ ამ ეტაპზე არავინ გამოდის. რუსეთის მიერ ზურგგამაგრებული რუსული ბიზნესის გამოჩენით იl თავიანთი პოზიციების დაკარგვის ეშინიათ, რომელიც აქამდე რუსული ფულითვე იკვებებოდა. შესაბამისად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის რეალური მეტოქე არავინაა. სულ რომ ბჟანია ჩანაცვლდეს ახალი ლიდერიც რუსეთის ხელდასხმით შეიძლება მოვიდეს.

თვით თურქეთში მცხოვრები აფხაზებიც კი არ არიან რუსეთის გავლენების წინააღმდეგი ოკუპირებულ მიწებზე. ამ უკანასკნელებს უბრალდ თავიანთი გავლენის ზრდა უნდათ, თორემ რუსეთის სრულ მოშორებაზე არც ისინი არიან ორიენტირებულნი. სხვათა შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი პრო-რუსული ძალები თურქეთში მცხოვრებ აფხაზებს საფრთხობელად იყენებს ხოლმე და მოსკოვს ეუბნება მე უნდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved