• რეკლამა
  • კონტაქტი
01:44, ორშაბათი, 14 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, არავითარი ემაარ ფონდი, არც მისი შვილობილი კომპანია საქართველოში არ შემოდის” – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
17:51 11-04-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,068

ეკონომისტი რომან გოცირიძე:

,,ის არაბული კომპანია, რომელიც საქართველოში შემოდის, სერბეთში 3,5 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტს ანხორციელებს. ეს თანხა 30 წლის განმავლობაში უნდა აითვისონ. პირველი 20 წლის განმავლობაში პროექტის ნახევარი უნდა იქნას დასრულებული. უკვე 10 წელია რაც მიდის მშენებლობა. პრობლემა უამრავია. პროექტი სერბეთში ხორციელდება სესხით, ერთობლივ სერბულ-არაბულ კომპანიაში კაპიტალში არაბული მხარის შენატანი არის მხოლო 150 მილიონი დოლარი.

აბსურდია, რომ 6,6 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიცია საქართველოში განხორციელდება 7 წელიწადში. დამოუკიდეობის მოპოვების დღიდან დღემდე სულ 28 მიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია იქნა შემოსული.

შეუდარებლად დიდია სერბეთთან შედარებით კაპიტალში ქართული შენატანის მოცულობა მიწების სახით. მისი ღირებულება მილიარდ დოლარს აღმატება. კრწანისის ტყე-პარკი( 6 კვ. კილომეტრი) მცხეთის სიდიდისაა, ხოლო გონიოს მიწები(2,5 კვ. კილომეტრი) სიღნაღის ფართობის ტოლია. ამ უზარმაზარი შენატანის სანაცვლოდ ქართული მხარე წილის მხოლოდ მესამედს იღებს. საოცარია, დანარჩენ წილს თუ როგორ ავსებს არაბული მხარე.

ქართულ-არაბულ ერთობლივ კომპანიაში მიწების სანაცვლოდ ქართულ მხარეს წილის მესამედი თუ დაეთმობა, არაბული მხარე თავის ერთ მესამედს მიიღებს არქიტეტურული პროექტების სანაცვლოდ. ეს აშკარად არათანაზომადია ჩვენს მიერ დათმობილ მიწების ღირებულებასთან შედარებით. რაც შეეხება არაბული მხარის კუთვნილი წილის დარჩენილ მესამედ ნაწილს, წესით ეს უნდა შეივსოს ნაღდი ფულით, მაგრამ ის იქნება ძალიან მცირე, რადგან ეჭვიც კი არ მეპარება, რომ ჩვენი მიწები შეფასებული იქნება მიზერულ ფასად, რაც გამოიწვევს კაპიტალში არაბული მხარის ფულადი შენატანის შემცირებას. დანარჩენი დაფინანსდება სესხით. ასე მოხდა სხვა ქვეყნებშიც, რასაც მოჰყვა კორუფციული და სხვა სახის სკანდალები. მთავარი პრეტენზია ყველგან სახელმწიფოს ინტერესების დაკნინება იყო.

არავითარი ემაარ ფონდი, არც მისი შვილობილი კომპანია საქართველოში არ შემოდის და ერთ თეთრსაც არა დებს ინვესტიციის სახით. რაც შემოდის, ის სულ სხვაა.

საქართველოს მთავრობის მიერ იაფად გადაცემული მიწები და მუქთად გაცემული ნებართვები არის ის ხიბლი, რითაც უცხოელი ინვესტორი ასეთ ინტერესს ავლენს ამ პროექტის მიმართ. თანაც ინვესტიციების უდიდესი ნაწილი საცხოვრებელი კოტეჯებია, რაც სულ სხვა სახის პრობლემებს წარმოშობს.

გარდა შემოსავლების მოსალოდნელი არასამართლიანი განაწილებისა, რაც უკვე აშკარაა ერთობლივი კომპანიის კაპიტალის ფორმირების საჯაროდ გაცხადებული წესიდან გამომდინარე, არის სხვა უმრავი პრობლემა. პირველ რიგში დაუშვებელია თბილისში სატელიტი ქალაქის შექმნა, რაც გაანადგურებს მტკვრის ჭალებს, გააუარესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას და კიდევ უფრო დაამძიმებს ქალაქში იმ პრობლემებს, რაც უკვე სახეზეა.

რეალურად ამ მასშტაბის ინვესტიციები ვერ განხორციელდება, მაგრამ რისი მშენებლობაც დაიწყება, ისიც საკმარისი იქნებს კრწანისის ტყე-პარკის გასანადგურებლად.“

თეგები: რომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით

16:52 09-12-2026
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
ახალი ამბები

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

16:16 09-12-2026
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved