• რეკლამა
  • კონტაქტი
02:22, კვირა, 16 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არავითარ „რუსეთთან ომს“ ეგ კარუსელი არ დაიწყებდა!” – დათო გამცემლიძე

ალია ავტორი - ალია
14:33 03-21-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,507

ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე:

ფეხბურთზე და არა იმდენად ფეხბურთზე
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
პირველ რიგში, მოძმე/მეტოქე სომხებს მინდა შევახსენო გენიალური (!) ქართული გამონათქვამი: „გამარჯვება და დამარცხება ძმები არიანო“.
კოსმიურად ღრმა სომხურ კულტურაში და ნარატივშიც იქნება რაღაც მსგავსი გამონათქვამი, დარწმუნებული ვარ.
2020 წლის ომის დროს თბილისში რომ მოგვიგეს, იმედი მქონდა ალბათ ჩვენებმა ახლა (!) ძალით წააგეს მეთქი.
არა მგონია ასე ყოფილიყო, თუმცა….რომ ყოფილიყო, სწორი ნაბიჯი იქნებოდა მაშინ.
მე ასე ვთვლი და ზოგადად არავის საქმე არ არის რას რატომ ვთვლი.
„მე არა ვარ შენ!“.
ძალიან გამიხარდა გუშინ ჩვენი ნაკრების გამარჯვება (გენაცვალეთ ბიჭებო!), ოღონდ…. იმიტომ არა, რომ მაინდამაინც სომხეთი დაამარცხეს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ხოლო……..პათოლოგიურმა ინვექტივებმა სლოგანით: „უნდა შევაქციოთ თუ არა ზურგი ეროვნულ ნაკრებს, რომელიც……“ საბოლოოდ დაადასტურა, რომ სახიფათო სოციოპატების, ანუ ბოდიში ხალხური რიტორიკული ფიგურისთვის „საშიში გიჟების“ ქვეყანა ვართ!
და რომ სოციალური ხლეჩა ნამდვილად არსებობს.
ოღონდ……პასუხისმგებლობა ვის ეკისრება ამისთვის?
რასაკვირველია „გადაწყვეტილების მიმღებს“ ანუ……რა თქმა უნდა ხელისუფლებას!
იმიტომ, რომ ამ პათოლოგიას, ამ აშკარა ავადმყოფობას, სოციოპატიას და შხამთ/გესლთ ნთხევას აქვს ერთადერთი წამალი: დ ე მ ო კ რ ა ტ ი ა!
დიახ…..დიახ….დიახ……დემოკრატია ანუ ხელისუფლებათა საარჩევნო (!!) ცვალებადობა.
ხელისუფლებათა საარჩევნო (!!) ცვალებადობა ანუ დემოკრატია.
ესე იგი სისტემა, ინსტიტუტი, ტრადიცია, პრაქტიკა, როდესაც არჩევნებით მიდის კარგი, შესანიშნავი, თუნდაც ოქრო, თუნდაც ბრილიანტი ხელისუფლება და არჩევნებით მოდის მასზე ცუდი ან თუნდაც იდიოტი, თუნდაც რეგვენი და ცუდზე ცუდი, მასთან შედარებით აბსოლუტურად უუნარო ხელისუფლება.
„თუნდაც!“
მერე ისევ და მერე კვლავ და მერე ასე და მერე ისე.
ც ვ ა ლ ე ბ ა დ ო ბ ა!
აი, ეს არის დემოკრატია და ამგვარ სოციალურ პათოლოგიათა წამალი, როდესაც პარანოიკებს აღარ აქვთ საშუალება და შანსი, ხანგრძლივი მმართველობის შედეგად სოციალურ „ნაწოლებში“ წლობით ნაგროვები შხამით იკვებონ.
„კი მაგრამ რა გაგვიჭირე საქმე – აბა ძალით წაგვეგო ის არჩევნები? შენ მაინც ხომ იცი, რომ „100 000 მოპარული პირადობა“ და „ფლომასტერმა გაჟონა“ სრული სისულელეა?
ვიცი.
არა, „ძალით“ არ წაგეგოთ.
საკმარისი იქნებოდა არ აგემოქმედებინათ „რვეულებიანი ჟუჟუნა დეიდების“ და „კარდაკარ მოსიარულე კორპუსის მამასახლისი ნოდარი ბიძიების“ ლეგიონი (რა არქიკანონიერიც და მსოფლიოში აპრობირებულიც არ უნდა ყოფილიყო ეს სისტემა) მერე ამაზე არ დაგემყნოთ „ადმინრესურსი“…….შედეგად „ოცნება“ მიიღებდა დაახლოებით 40-45%-ს, შექმნიდა მრავალრიცხოვან ოპოზიციურ ფრაქციას მისი ლიდერით, პარლამენტის წევრ ბიძინა ივანიშვილით, ჩამოყალიბდებოდა ათპარტიული (!) კოალიციური მთავრობა, დაიწყებოდა მხიარული კოალიციური კარუსელი, „კოალიციონერები“ მეორე დღიდანვე „დაჭამდნენ ერთმანეთს“, ერთმანეთს დაასწრებდნენ ურთიერთჯიბრით იმ „დიდ ოპოზიციურ ფრაქციასთან“ და მის ლიდერთან ძრომიალს….. მერე ისევ და მერე კვლავ და მერე ასე და მერე ისე.
არავითარ „რუსეთთან ომს“ ეგ კარუსელი არ დაიწყებდა!
და არც მორიგ რუსულ აგრესიას დაუშვებდა.
იმიტომ, რომ როგორც კი პასუხისმგებლობა თვითონ დაეკისრებოდათ საკუთარ გადაწყვეტილებებზე, გარწმუნებთ, ეგრევე „დაბრძენდებოდნენ“, „დაჭკვიანდებოდნენ“, ბევრად ფთხილნი და დიპლომატიურნი გახდებოდნენ…… იმ გადარეულ, უპასუხისმგებლობო ენჯეოშნიკებს და მათ დონორებს კი გაუშვებდნენ….ხის საჭრელად ტყეში.
ჩელენტანოსავით.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
სულ ერთია, ადრე თუ გვიან სხვა გამოსავალი მაინც არ იქნება.
ამგვარი სოციალური ხლეჩით, როცა გონებადაბნელებულ ფანატიკოსთა კლასტერი უკვე ღიად (!) იძახის: „ეროვნულ ნაკრებს ზურგი უნდა ვაქციოთ და ქალმა ქალს დაბადების დღე რატომ მიულოცაო“…….ქვეყანა დიდხანს მართლა ვერ გაძლებს.
კომპრომისი?
„რვეულების“ კანონით აკრძალვა, ყველა პატიმრის გათავისუფლება, ჯარიმების სრული განულება, საერთაშორისო სანქციების და იზოლაციის გაუქმება, მიშას „სამკურნალოდ“ გაშვება ევროპაში, FARA-Media კანონების არმიღება და მუნიციპალური, მათ შორის თბილისის მერის არჩევნების ჩატარება 2%-იანი საარჩევნო ბარიერით, ნორვეგიის ან შვეიცარიის „ცესკოს“-ს მიერ. შემდეგი საპარლამენტო არჩევნები – 2028 წელს.
დათო
P.S. საპარლამენტო მანდატების დაყრა, როცა ოპოზიციას ყველაზე დიდი წარმომადგენლობა ჰქონდა (თანაფარდობით) საქართველოს უახლეს ისტორიაში 1992 წლიდან, იყო ი დ ი ო ტ ი ზ მ ი (წერტილი)
შეიძლება იყოს crowd გამოსახულება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved