• რეკლამა
  • კონტაქტი
08:36, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არავის ეშინია ამ სანქციების – არანაირი შეტყობინება არ მიმიღია, ყველაფერი, რაც ხდება, ღიმილის მომგვრელია – კახა კალაძე

ალია ავტორი - ალია
10:50 07-10-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
114

„ჩვენ ერთხელ უკვე მოვისმინეთ განცხადება სანქციებთან დაკავშირებით. განცხადება გუშინაც გაკეთდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას სამშობლოს მიმართ, ეს არ ცვლის ჩვენი გადაწყვეტილებას, როდესაც საუბარია ქვეყნის ინტერესებზე, ამ ქვეყნის მომავალზე და ხვალინდელ დღეზე. არავის ეშინია ამ სანქციების. არანაირი შეტყობინება არ მიმიღია, ყველაფერი, რაც ხდება, ღიმილის მომგვრელია, არასერიოზულია.” – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

” შესაბამისად, ჩვენ გაცხადებული გვაქვს ჩვენი პოლიტიკა, რომ ვიცავთ ქვეყნის ინტერესს. გვინდა, ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, სიმშვიდე, მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, გაძლიერება. გუშინაც ვილაპარაკე ამაზე, რომ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, მეგობრობისთვის, მზად ვართ, რათა სტრატეგიულ-პარტნიორული ურთიერთობის გადატვირთვა მოხდეს, იყოს ნამდვილი, ჯანსაღი ურთიერთობები, რაც მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც.

შეგიძლიათ, დაასახელოთ ერთი მიზეზი მაინც, რატომ შეიძლება, მმართველი გუნდის წარმომადგენლები იყვნენ დასანქცირებული? რაში გამოიხატება ევროინტეგრაციისთვის ძირის გამოთხრა? სანქციებზე საუბარი ღიმილის მომგვრელია. გულწრფელად გეუბნებით. არ ვიცი, შეიძლება, დასანქცირებულია 100, შეიძლება – 200 ადამიანი, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ვდგავართ ქვეყნის სადარაჯოზე, ჩვენთვის პირველი და უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყანა, მშვიდობის შენარჩუნება და ვინც არ უნდა იყოს, არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ საქართველოში მოხდეს ის, რაც, სამწუხაროდ, დღეს ხდება უკრაინაში. არავის არ მივცემთ ამის შესაძლებლობას, ბოლომდე დავდგებით და დავიცავთ ქვეყნის ინტერესებს“, – განაცხადა კალაძემ.

კალაძის თქმით, ვიღაცისთვის შეიძლება, სადმე წასვლა ან არწასვლა პრობლემას წარმოადგენდეს, თუმცა მისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც სამშობლოზეა საუბარი.

„ძალიან მარტივად გეუბნებით ამ ყველაფერს. დაფინანსებას რაც შეეხება, აქაც მინდა, განმარტება გავაკეთო და საზოგადოებამ უნდა იცოდეს ყველაფერი. იმ თანხების უდიდესი ნაწილი, 80 პროცენტი მიდის მაგათი აგენტურის დაფინანსებაში, ამერიკის აგენტურის დაფინანსებაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved