გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მალხაზ ურთქმელიძე გორის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, სიმართლეს არ შეესაბამება.
აღნიშნულ ფაქტს გორის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორი მალხაზ ურთქმელიძე სატელეფონო საუბარში ფაქტს უარყოფს.
„არავის არსად არ გავუთავისუფლებივარ, ხალხი არ ხართ კაცო?! მაცადეთ, ავად ვარ, ხალხი არ ხართ?! დირექტორი ისევ ვარ, თუმცა, ვიქნები უფრო მეტი, ვიდრე ვიყავი აქამდე. ჩემს მოვალეობას შალვა მაღლაკელიძე არ ასრულებს. 11 თანამშრომელი გავუშვით, რომლებიც არ არიან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, ისინი არიან ტექნიკური პერსონალი“, – აცხადებს მალხაზ ურთქმელიძე.
შეგახსენებთ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორი სამსახურიდან გაუშვეს.
კომენტარები