• რეკლამა
  • კონტაქტი
02:53, სამშაბათი, 30 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არავინ გაბედოს ჩემთან მსგავსი ამორალური და ბინძური ქვეტექსტით მოსვლა”– ნუგზარ სულაშვილი

ალია ავტორი - ალია
17:45 05-14-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,130
მწერალი, საფრანგეთის AFG-ს გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი ნუგზარ სულაშვილი:
ყურადრებით მომისმინეთ!
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მეკონტაქტებით (მითუმეტეს ვიღაცის რეკომენდაციით) და პირველი კითხვა, რასაც მისვამთ, არის – „რა ღირს ბავშვის მკურნალობაში დახმარება?“ – ეს უკვე თავისთავად მძიმე და შეურაცხმყოფელი რეალობის მაჩვენებელია.
ერთი წამით მაინც დაფიქრდით:
საკუთარი შვილის სიცოცხლის გადასარჩენად რამდენს გადაიხდიდით?
რამდენიც დაგჭირდებოდათ ანუ – ყველაფერს.
სახლსაც გაყიდდით, ქონებასაც, სიცოცხლესაც დადებდით სასწორზე, თუ ამის ძალა და შესაძლებლობა გექნებოდათ.
ამიტომ, სანამ ვინმეს ეჭვის თვალით შეხედავთ, ჯერ საკუთარ თავს ჰკითხეთ – ვინ გასწავლათ და გითხრათ, რომ მე ვარ ადამიანი, რომელიც ბავშვის სიცოცხლით ვაჭრობს?
ვინ ჩაგინერგათ ეს ცინიზმი და ეს მორალური სიბინძურე?
განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარია ადამიანზე, რომელიც საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში დღე და ღამე ცდილობს მძიმე მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს გვერდით დაუდგეს — ხშირად ყოველგვარი პირადი ინტერესის, ანაზღაურებისა და ადამიანური რესურსის ზღვრის მიღმაც კი.
დიახ – ჩემთვის შეურაცხმყოფელია, როდესაც ვინმე პირდაპირ ან ირიბად მაკადრებს, თითქოს ადამიანის სიცოცხლე ჩემთვის ფინანსური გარიგების საგანი იყოს.
ეს არ არის მხოლოდ პირადი შეურაცხყოფა — ეს არის იმ ღირებულებების შეურაცხყოფა, რითაც მთელი ცხოვრება ვხელმძღვანელობ.
და თუ ვინმეს მიმართ გაქვთ პრეტენზია, რატომ უწევთ მშობლებს შვილების სიცოცხლის გადასარჩენად შემოწირულობებით, ვალებითა და სასოწარკვეთით ბრძოლა – ეს კითხვა დაუსვით იმ ხელისუფლებას, რომელსაც საკუთარი მოქალაქე მხოლოდ არჩევნების დღეს ახსენდება, ხოლო ავადმყოფი ბავშვები და მათი ოჯახები მოწყვლადობის გამო ყველაზე იაფ ამომრჩევლად მიაჩნია.
კიდევ ერთხელ და საბოლოოდ:
არავინ გაბედოს ჩემთან მსგავსი ამორალური და ბინძური ქვეტექსტით მოსვლა.
ადამიანის სიცოცხლე ჩემთვის არასოდეს ყოფილა და არასოდეს იქნება ვაჭრობის საგანი.
თუ ვაჭრობა გინდათ, ამისთვის გაყავთ ხელისუფლება და ევაჭრეთ მათ!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:48 06-29-2026
სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები
ახალი ამბები

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები

14:26 06-29-2026
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
ახალი ამბები

პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება

13:50 06-29-2026
ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე
ახალი ამბები

ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე

13:47 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved